„სააკაშვილი არაჩვეულებრივია, მან დაამყარა წესრიგი საქართველოში“ - უკრაინელი ჟურნალისტი
პოლიტიკა - 12:52, 20 Aug, 2018     4595

უკრაინელი ჟურნალისტ დიმიტრი გორდონის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყანა აღარაა. ამის შესახებ ჟურნალისტმა უკრაინული ტელეარხის ეთერში განაცხადა. გორდონის თქმითვე, ელიტის წარმომადგენლები ზემოთქმულს არ აღიარებენ, რადგან ივანიშვილისგან ფულად დახმარებას იღებენ.

„სააკაშვილი ცუდია, ყველა ამბობს. ვნახე საქართველო სააკაშვილამდე, სააკაშვილის დროსაც, სააკაშვილის შემდეგაც და ვამბობ, რომ სააკაშვილი არაჩვეულებრივია. მან დაამყარა წესრიგი საქართველოში. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მე ვცხოვრობ ასეთი პრინციპით: ვხედავ საკუთარი თვალით, ველაპარაკები ხალხს და ვიცი, რასაც ვამბობ. ჩამორჩენილი, კორუმპირებული, არეული და ღარიბი საქართველო მან აყვავებულ ქვეყნად აქცია. ხვალ დილით მივფრინავ ბათუმში, ჩემი მეგობრის, ბუბა კიკაბიძის 80 წლის იუბილის აღსანიშნად. იქ ისევ ვნახავ არაბეთის გაერთიანებული საემიროების მსგავს რაღაცას. ააშენეს ახალი სასტუმროები. ბათუმში უფრო მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებია, ვიდრე კიევში, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ბიზნესს აწარმოებენ თურქები, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები. ყველას შეუძლია ბიზნესი აწარმოოს. არავინ არავის შეჭამს. მოვა ძლიერი ადამიანი, ერთ-ორს გაანადგურებს, ვინც მის შეჭმას შეეცდება. სააკაშვილის ჩასმაც სცადეს. თქვენ კითხულობთ რატომ? მე გპასუხობთ: ეს იყო კორუმპირებული ქვეყანა, სადაც ყველას ყველგან ნათესავი ჰყავდა. ვესწრებოდი ოფიციალურ მიღებას. ჩავედი თბილისში. შეკრებილი იყვნენ სახალხო არტისტები. ესწრებოდა კონსერვატორიის რექტორიც. შესანიშნავი ხალხი. შეასრულეს ნაწარმოებები, ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო. შემდეგ მე ვთქვი, რა ყოჩაღია სააკაშვილი. მათ კი მითხრეს, სრულებითაც არა. რომ ვკითხე, რითია უკეთესი ივანიშვილი, მიპასუხეს : ის პენსიაზე ფულს გვიმატებს. ყველა არტისტი მის დოტაციაზეა. სააკაშვილი კი არ უხდიდა. მან ასეთი ქვეყანა აუშენა და თურმე ცუდია. ბიძინა ივანიშვილი კი, რომელსაც გაზპრომში აქციები ჰქონდა, ფულს უხდის და თურმე ამიტომ კარგია,“- განაცხადა გორდონმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42