აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში კენკროვანი კულტურების წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან კენკროვანი კულტურების მოყვანაზე ორიენტირებულმა ფერმერებმა და პოტენციურმა იმპორტიორებმა ერთმანეთს გამოცდილებები გაუზიარეს და გასაღების ახალ ბაზრებთან დაკავშირებით ეფექტური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე განხიხილეს კენკრის ბიზნესთან დაკავშირებული ყველა გამოწვევა და შესაძლებლობა, ასევე რეგიონების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილებები გაუზიარეს და ურთიერთდახმარებაზე შეთანხმდნენ.
სამუშაო შეხვედრაში როგორც ფერმერები, ასევე მენერგეები, მწარმოებლები, გადამამუშავებლები, რეალიზატორები, ექსპორტიორები და საქმიანობასთან დაკავშირებული ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ფერმერებისა და ექსპორტიორების სამუშაო შეხვედრა აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პლატფორმის შესაბამისად დაიგეგმა მათი ერთობლივი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა კენკროვანი კულტურის გარდა, ხურმის, ვაშლის, ატმის, კაკლის, ბოსტნეულის, დაფნის, ყვავილების კულტურების, სასათბურე მეურნეობის, მეფუტკრეობის მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40 პროცენტის დაფინანსებას გულისხმობს.
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას ბოლო მონაცემებით 300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში.
ვრცლად პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:
http://apma.ge/projects/read/agricultural_industry/16:parent
მასალის გამოყენების პირობები






