კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში (სებ) არ იქნებიან სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულნი ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალებათ.
სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით, დაუშვებელი ხდება ფიზიკურ პირსა და ინდმეწარმეებზე სესხის გაცემა ავტომობილის, სარკინიგზო ტრანსპორტის ან სასოფლო - სამეურნეო მანქანის დამხმარე საშუალებების, მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალების უზრუნველყოფით.
აქ გამონაკლისია ის შემთხვევა თუ პირი საცხოვრებლად ან ადგილსამყოფლად იგირავებს უძრავ ქონებას, თუმცა, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის სასარგებლოდ 2 იპოთეკაზე მეტია რეგისტრირებული, შემდეგ ხელშეკრულებაში შეზღუდვა ამოქმედდება.
კერძო გამსესხებელს აღარ შეეძლება მსესხებლისგან დამატებითი ქონების მოთხოვნა, იმ შემთხვევაში თუ გირაოში ჩადებული ქონებით არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხდება. სებ-ის რეგულირებაში მოქცეული სუბიექტებისთვის კი, განსხვავებული ან დამატებითი წესის შემოღება მარეგულირებლის პრეროგატივა ხდება.
მასალის გამოყენების პირობები






