"საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ ღია წერილით მივმართეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ქალბატონ თამარ სანიკიძეს, სადაც მას ვთხოვეთ დახმარებოდა დაახლოებით 700 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მინიმალური ზღვარი გადალახეს და ჩააბარეს გამოცდები, თუმცა ისინი კონკურენციის პირობებში ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში.
ქალბატონ თამარს ვთხოვეთ მათთვის მიეცა საშულება სწავლის გაგრძელების მეორადი ჩარიცხვების ხერხით. ხოლო დღეს უკვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ქალბატონ თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებით აღნიშნულ აბიტურიენტებს ეძლევათ საშუალება სწავლის გაგრძელიბის მეორადი ჩარიცხვების ხერხით. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის სახელით ქალბატონ თამარს მინდა მადლობა გადავუხადო მან ამ გადაწყვეტილებით დღეს დაახლოებით 700 აბიტურიენტის ცხოვრება სრულიად შეცვალა!" - განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ
მასალის გამოყენების პირობები






