საქართველოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 23 აგვისტოს ეწვევა. საქართველოში ვიზიტამდე მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა. თითქმის სამ საათიანი შეხვედრის განმავლობაში, მხარეებს საქართველოს შესახებ არ უსაუბრიათ.
ექსპერტების თქმით, მაშინ როდესაც გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტი უახლოეს დღეებში შედგება, ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, საქართველოს საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყო.
„საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა, რომ საქართველო ასე გააქტიურდეს. ეს არის შედეგი საქართველოს პოლიტიკის - ერთის მხრივ რუსეთის არ გაღიზიანება და მეორეს მხრივ ის, რომ საქართველო და მისი პრობლემები აღარ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი რუსეთსა და დასავლეთ შორის“-აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე.
მასალის გამოყენების პირობები






