2013 წლის საშემოდგომო გაწვევა დაიწყო
საზოგადოება - 15:15, 27 Aug, 2013     841


პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, 2013 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომოდ გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 7551 წვევამდელით განისაზღვრა. აქედან:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გაწვეული იქნება 4730 მოქალაქე;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში - 1480 მოქალაქე;
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარები საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოში - 1341 მოქალაქე.

პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან, 25 ივლისიდან, წვევამდელი ასაკის მოქალაქეები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში, საცხოვრებელი ან/და რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
გასაწვევი მოქალაქეების სამედიცინო შემოწმება ხორციელდება საქართველოს შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში მოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ, რასაც შესაბამის სამხედრო უწყებებში მათი გადანაწილება მოჰყვება.
კანონის შესაბამისად, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.

საქართველოს კანონმდებლობით, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაზე გამოუცხადებლობა ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით, ჯარიმით - 1000 ლარი. სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების ან შეტყობინების უგულებელყოფის შემთხვევაში (მითითებულ ვადაში მითითებულ ადგილზე გამოუცხადებლობა), წვევამდელს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება.
სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მსურველთათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

გაწვევის მთელი პერიოდის განმავლობაში, დარღვევების ან გადაცდომების პრევენციისთვის, იმუშავებს ცენტრალური გამწვევი კომისიის ცხელი ხაზი, ნომრებზე - 251 07 94, 251 07 89.

2013 წლის საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გასტანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42