სამხრეთ კორეაში მატულობს იმ ქალების რიცხვი, რომლებიც უარ ამბობენ ქორწინებაზე, შვილების ყოლასა და ხშირად სექსზეც კი. ამ მოვლენას სახელიც კი დაარქვეს - "სამპოს თაობა". სამპო კორეულად სექსის, ქორწინებისა და ბავშვებზე უარის მთქმელს აღნიშნავს.
სამხრეთ კორეაში მძიმე დემოგრაფიული სურათია - შობადობის მაჩვენებლით, კორეა უკენასკნელ ადგიოლზეა მსოფლიოში და ექსპერტების გამოთვლებით, თუ ვითარება არ შეიცვალა, 2065 წლისთვის სამხრეთ კორეის მოსახლეობა, რომელიც ამჟამად 50 მილიონს აღემატება, მინიმუმ 10 მილიონით შემცირდება.
ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ.
პირველი მიზეზი სამსახურია. კორეელ ქალთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ოჯახი და ბავშვები მათ კარიერაში უშლით ხელს. ისინი მეტ დამოუკიდებლობას ამჯობინებენ, თანაც, მაღალი კონკურენციის გათვალისწინებით, მიუხედავად საკანონმდებლო რეგულაციებისა, სამსახურის ხელმძღვანელები ქალების დასაქმებას, მათი შესაძლო დაფეხმძიმების გამო, მაინც ერიდებიან. სტატისტიკურად, ყოველ 1000 ადამიანზე 5,5 ქორწინება მოდის. ძალიან დაბალია ასევე ქორწინების გარეშე გაჩენილი ბავშვების რიცხვიც.
მეორე მიზეზი ე.წ. "საყოფაცხოვრებო პორნოგრაფიაა". ქალები, რომლებიც ოჯახსა და ბავშვებზე უარს აცხადებენ, ასევე ერიდებიან სასიყვარულო თავგადასავლებს - ხშირად სამხრეთკორეელი მამაკაცები თავიანთი დროებითი პარტნიორების ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებენ. ეს მოვლენა ფაქტიურად ეპიდემიადაც იქცა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კორეელი ქალები საზოგადოებრივ ტუალეტში შესვლასაც კი ერიდებიან.
მესამე მიზეზი ძალადობაა. რესპოდენტები ამბობენ, რომ ისინი ხშირად ხვდებიან ძალადობის მსხვერპლი. "მამაკაცები ისე გვექცევიან, როგორც მონებს"," - აცხადებენ ისინი.
მიუხედავად ამისა, კორეელი ქალების ერთი ნაწილი არ თვლის, რომ ისინი "სამპოს თაობას" მიეკუთცვნებიან და აცხადებენ, რომ აუცილებლად იყოლიებენ ბავშვს ან შექმნიან ოჯახს, ოღონდ მოგვიანებით, დაახლოებით 35-40 წლის ასაკში, როდესაც საკმარისად დამოუკიდებელნი იქნებიან.
მასალის გამოყენების პირობები






