დახმარებას ითხოვენ სეტყვსგან დაზარალებული გლეხები და საპროტესტო აქცია განაგრძობენ. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა საგანგებო შტაბის შეთავაზება. შტაბის წევრებმა მათ განუცხადეს, რომ კომპენსაციები არ გაიცემა და ფულად ანაზღაურებას მხოლოდ ის გლეხები მიიღებენ, რომლებსაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდათ. შტაბის წევრები გლეხებს სთავაზობენე დაზიანებული ყურძნის რეალიზაციაში დახმარებას და ბანკეთბან შუამავლობას, სესხის გადავადების თაობაზე.
ეს გადაწყვეტილება ახმეტის მერმა ადგილობრივებს გააცნო, თუმცა ეს მათთვის მიუღებელია. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზღვევის გაკეთებისას, მათ ბიუროკრატიული პრობლემები შეექმნათ.
დაახლოებით 70%-ია მაღალი ხარისხით დაიანებული. გლეხებს სჭირდებათ დახმარება, რომ ჩააბარონ ეს ყურძენი - განაცხადა სოფლის მეუნეობის მინისტრმა.
ახმეტის მერი ამბობს, რომ დაზიანებულ ყურძენს სავარაუდოდ ახმეტის ღვინის ქარხნა ჩაიბარებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ჩაბარებული ყურძნი ფულით, ისინი შესაწამლ საშულებასაც ვერ შეიძენენ.
მასალის გამოყენების პირობები






