ანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციით, რუსეთმა სახელმწიფო საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოწია თუშეთში, კერძოდ სოფელ დიკლოსთან. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, ზამთრის შემდეგ ქართული საგუშაგოები რუსმა სამხედროებმა დაიკავეს და ქართველი მესაზღვრეები პოსტებამდე აღარ მიუშვეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ საზღვარი ახლა რამდნიმე კილომეტრითაა გადმოწეული, ხოლო მიწებს სამი დაცარიელებული ქართული სოფლის გარშემო ამ დროისთვის რუსეთიდან გადმოსული პირები იყენებენ.
საზღვრის გადმოწევის შესახებ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტრო:
„დიკლოში ფუნქციონირებს სასაზღვრო პოლიციის პოსტი. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დადგენილ პერიმეტრზე, ქართველი მესაზღვრეები დღემდე შეუფერხებლად ახდენენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას," - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






