ძლიერმა სეტყვამ ახმეტის 5 სოფელში მოსავალი სრულად გაანდგურა - ენმ ხელისუფლებას მოსახლეობის დასახმარებლად 3 მოთხოვნას უყენებს
პოლიტიკა - 14:24, 19 Aug, 2018     1617
კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში ძლიერმა სეტყვამ მოსავალი თითქმის სრულად გაანადგურა. ადგილზე ზარალს ითვლიან.

ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს.

სასოფლო სავარგულები, თითქმის, მთლიანად განადგურებულია და გლეხები ამ მიწებიდან წელს ვეღარაფერს აიღებენ.

დაზარალებულები ამბობენ, რომ სტიქიის დროს სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი არ ჩართულა. მათი თქმით, თითქმის, ყველა მათგანს საბანკო სესხი აქვს გასასტუმრებელი.

ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. გიორგი ბოტკოველმა ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წაუყენა, მათ შორისაა ზარალის კომპენსაცია, მიწის გადასახადის გაუქმება და საბანო კრედიტებზე პროცენტის შემცირება.

„ახმეტის რაიონში 5 სოფელი ბოლომდე განადგურდა. მოსახლეობას მოსავალი სრულად გაუნადგურდა, არის კიდევ სოფლები, სადაც სტიქიამ სახლებს სახურევაები გადახადა, ჩამოანგრია. ამას გარდა, თელავში, თუ ვინმეს ქალაქში პატარა ბოსტანიც კი ჰქონდა ყველაფერი განადაგურებულია. ჩვენ ვაყენებთ ხელისუფლების წინაშე სამ მოთხოვნას. პირველი, რომ მიწის გადასახადებისგან გათავისუფლდნენ, რადგან ყოველ წელს იხდიან გადასახად. მეორე ის, რომ საბანკო კრედიტები აქვს ყველას და ამაზე დაწესდეს შეღავათები და მესამე, უნდა დაიწყოს კომპენსაციების გაცემა, რადგან 30 სოფელია და არსად არაფერი კომპენსაცია არ გაუციათ“ - განაცხადა ბოტკოველმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42