ფინანსთა საგამოძიებო სამსახური ადგიენის გამგებლის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 15:15, 27 Aug, 2013     1000

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სიმონ პარუნაშვილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გულგრილობის ფაქტებზე დააკავეს. კერძოდ, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა,

 

 

რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2011 წლის 5 მაისს გამოცხადებულ ტენდერში სიმონ პარუნაშვილმა, რომელიც სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო, კომისიის სხვა წევრებთან ერთად "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის უგულვებელყოფით, ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და უპირატესობა მიანიჭა სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრის კუთვნილ საწარმოს შპს "ადიგენი 2009"-ს, რომელიც ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

ასევე, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2012 წლის 7 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიის თავჯდომარემ სიმონ პარუნაშვილმა, სატენდერო კომისიის წევრებთან ერთად, ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და უპირატესობა მიანიჭა შპს "ნამქერის" მიერ წარმოდგენილ წინადადებას, სადაც საწარმოს ხელმძღვანელის ანტონ მერაბიშვილის მიერ ხელოვნურად იყო გაზრდილი შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება.

 

სატენდერო კომისიამ მოცემულ ტენდერში შპს "ნამქერი" გამოაცხადა გამარჯვებულად, მაშინ როდესაც "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვალდებული იყო მოეხდინა შპს "ნამქერის" დისკვალიფიკაცია, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლითა და 342-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალიწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42