ხომალდ "პანტელენას" განაში ორ პორტს შორის შიდა რეისი უნდა შეესრულებინა. ერთ-ერთი ვერსიით, ნავთობისა და ქიმიური ნივთიერების გადასატანად განკუთვნილი ტანკერი მეკობრეების ხელში აღმოჩნდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მეკობრეობის ფაქტს. მისივე თქმით, გემის ადგილმდებარეობა კვლავ უცნობია, სამძებრო სამუშაოები კი გაბონის ტერიტორიაზე მიმდინარებს, რადგან ბოლო კომუნიკაცია სწორედ ამ პორტიდან დაფიქსირდა.
„ჯერჯერობით, რაიმე განახლებული ინფორმაცია არ მიგვიღია გემის ადგილმდებარეობის შესახებ და დაკავების მიზეზებზე, თუმცა, არცერთ ვერსიას არ გამოვრიცხავთ, მათ შორის, მეკობრეობის ფაქტს.... ეს შეიძლება იყოს არასანქცირებული დაკავება, რამდენადაც გემს გადაჰქონდა დიზელის საწვავი და ამ რეგიონში საკმაოდ სენსიტიური არის ასეთი სახის ტვირთით გადაადგილება, შესაძლებელია, ამ ვერსიასთან გვქონდეს საქმე,“ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მასალის გამოყენების პირობები






