"ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა და საფრთხეა"- იზორია თრუსოს ხეობაში სასაფლაოს დანაღმვას გამოეხმაურა
პოლიტიკა - 16:11, 18 Aug, 2018     1300
თრუსოს ხეობაში, სასაფლაოს დანაღმვას და მოსალოდნელ პროვოკაციას, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გამოეხმაურა. მისი თქმით ქვეყნის მთავარი გამოწვევა და საფრთხე ოკუპაციაა და ხელისუფლება საფრთხეების პრევენციას ახლაც და მომავალშიც საერთაშორისო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით, კი სადამკვირვებლო მისიის აქტიური მონაწილეობით განახორციელებს:

„ის, რომ ოკუპაცია არის მთავარი გამოწვევა და საფრთხე ჩვენი ქვეყნის, ეს არის აღიარებული საერთაშორისოდ. ის, რომ ჩვენ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ყოველდღიურად მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ავიმაღლოთ ამის წინააღმდეგ ხმა და გადავდგათ ასევე პრაქტიკული ნაბიჯები იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია გარკვეული საფრთხეების, ვაკეთებთ ყველაფერს და ამისთვის მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა, იქნება ეს ცალკეული ინციდენტები თუ ცალკეული კონკრეტული ფაქტები, ჩვენ მაქსიმალურად საერთაშორისო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით, კი სადამკვირვებლო მისიის აქტიური მონაწილეობით მოვახდენთ ამ საფრთხეების პრევენციას,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ორი დღის წინ სოფელ კობში ქართულ სასაფლაოზე ნაღმი იპოვეს. დანაღმული სასაფლაოს შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“-ს წევრებმა გაავრცელეს. მოძრაობის წევრების თქმით, სასაფლაოზე საოკუპაციო რეჟიმის დროშაც იყო აღმართული.

ნაღმის არსებობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42