18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 34 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. მინისტრმა ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო, გიორგი ანწუხელიძის გმირობის ისტორია გაიხსენა და მის ოჯახს მხარდაჭერა აღუთქვა.
"გიორგი ანწუხელიძე ჩვენი ეპოქის გმირია. თავისი თავგანწირვით კიდევ ერთხელ გააძლიერა ჩვენი ისტორიული მეხსიერება და ვალდებულება, დაიცვა შენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსება. დღეს ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, მათ შორის თავდაცვის სფეროში, რადგან გვქონდეს სამშობლოს სიყვარულის ადეკვატური, ყველა საშუალება და უნარი თავდაცვისთვის“, – განაცხადა იზორიამ.
IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება, მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.
მასალის გამოყენების პირობები






