შპს „საქაერონავიგაციამ“ თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემები დაამონტაჟა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:47, 17 Aug, 2018     1767

თბილისში, გუდაურში, ბაკურიანსა და წნორში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაეროგენერაციამ“ თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემა ADS-B დაამონტაჟა, რომელიც ჩეხეთის კომპანია „ERA“-სგან შეიძინა. მსგავსი სისტემები 2014 – 15 წლებიდან წარმატებით ფუნქციონირებს ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში.

შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით რადიოსალოკაციო ქსელის განვითარების გადაწყვეტილება საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების ზრდის პროგნოზირებული ტენდენციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია ევროკონტროლისგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით იქცა მიღებული. მისი თქმით, ჩეხურმა კომპანიამ სისტემა კონტრაქტით დათქმულ ვადებში განახორციელა.

„აღნიშნული სისტემა ზუსტი და სრულყოფილი რადიოსალოკაციო ინფორმაციის უწყვეტ მოწოდებას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად,“ - განაცხადა შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

ამავე პროექტის ფარგლებში, შპს „საქაერონავიგაციამ“ ჩეხური კომპანიისგან შეიძინა დაკვირვების სენსორებდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების ორი (დარეზერვებული) სერვერი, რომლებიც თბილისის და ქუთაისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრებში განთავსდა.

ზემოთ აღნიშნული ტექნიკური საშუალებების კომპლექსი სრულ შესაბამისობაშია საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ავტომატიზირებულ სისტემასთან (INDRA). ასევე, შემოწმებულია მიწოდებული ინფორმაციის მაღალი საიმედოობა და ხარისხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42