"მინდა მთავრობას შევახსენო, ლარის კურსის ვარდნა არის უზარმაზარი პრობლემა" - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 15:54, 17 Aug, 2018     1538

ლარის კურსის გაუფასურება მოსახლეობისთვის ის მტკივნეული თემაა,რომლის გამოც გაეზარდათ კომუნალური და ბანკის გადასახადები , გაუძვირდათ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები - ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ეკონომიკის მინისტრის განცხადებას ეხმაურება:

’’ჩვენი მოსახლეობა კიდევ ერთხელ დადგა იმ პრობლემის წინაშე, რაც უკავშირდება ლარის კურსის დაცემას ვალუტის არასტაბილორობას. მთელი ამ დღეების განმავლობაში ხელისუფლებისგან არ მოგვისმენია კომენტარი რის გაკეთებას და როგორ აპირებს დაეხმაროს მოსახლეობას, რომელიც ყოველდღიურად ზარალდება ლარის კურსის გაუფასურებისგან. დღეს მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი, რომელიც ცდილობს ხალხს აუხსნას, რომ ლარის კურსის ცვალებადობა და მერყეობა არის კარგი და წინააღმდეგ შემთხვევაში თუ გაუფასურდებოდა თურქული ლირა და არ გაუფასურდებოდა ქართული ლარი, ეს იქნებოდა ცუდი და ამიტომ ლარის კურსის გაუფასურება არის დამცავი ბალიში ქართული ეკონომიკისთის. მინდა პატივცემულ მინისტრს და მთვარობის წევრებს შევახსენო, ლარის კურსის მერყეობა,ლარის კურსის გაუფასურება არის ის მტკივნეული თემა, რომლის გამოც მოსახლეობას გაეზარდა კომუნალური გადასახადი, ბანკის გადასახადი, ძვირდება საკვები პროდუქტები და მედიკამენტები და უახლოეს პერიოდში შეიძლება მოხდეს პურის გაძვირება. არასტაბილურობა არის ის საკითხი, რომელიც ყველაზე დიდი ზიანის მომტანია ბიზნესისთვის, რადგან არ არსებობს არანაირი პროგნოზი და ბიზნესს უჭირს ხვალინდელი დღის დაგეგმვა. ლარის კურსის ვარდნა არის უზარმაზარი პრობლემა მოსახლეობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, ამიტომ ამ პრობლემას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც მას გადაჭრის ’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42