მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ლარის კურსის გაუფასურების საკითხს გამოეხმაურა. პრემიერმა აქცენტი ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გააკეთა:
„რაც შეეხება ლარის კურსს და ეროვნული ბანკის ქმედებებს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა გამოიჩინა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი,“ - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ქვეყანამ უნდა მოახერხოს გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირება:
„ამავე დროს, ჩვენი ამოცანაა, რომ ერთის მხრივ, ვიყოთ ყველაზე ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ აუცილებლად უნდა ქვეყანაში მოწყვლადობის დონე გარე ფაქტორების მიმართ შევამციროთ. ეს ორივე ამოცანა არ არის ადვილი, მაგრამ არის ურთიერთთავსებადი. ბევრი არგუმენტი მომისმენია, რომ ამ ორივე მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია, რაც რეალობას არ შეესაბამება და რაც მოხდა უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ამის ძალიან კარგი მაგალითია", - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






