კიბოს გამომწვევი წნევის წამლები სააფთიაქო ქსელებში - ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე პრეპარატის რეგისტრაცია შეაჩერა
პოლიტიკა - 22:33, 16 Aug, 2018     12380
ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეუჩერა რეგისტრაცია ათზე მეტ პრეპარატს, რომელთა მოხმარებამ შესაძლოა სასიკვდილო დაავადება გამოიწვიოს.

კიბოს რისკის შემცველი სახიფათო მედიკამენტებიდან, სააფთიაქო ქსელებში ყველზე მთხოვნადი კარდიოლოგიური მედიკამენტებია. წამლები, აკრძალვის მიუხედავად სააფთიაქო ქსელებში უპრობლემოდ იყიდება.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ დამდგარა იმის საჭიროება, რომ კონკრეტული მწარმოებელი კომპანიები შემოწმდნენ. მათი განმარტებით, წამლების ამოღებას შესაბამის პროცედურები და დრო სჭირდება.

რაც შეეხება კონკრეტულ მედიკამენტებს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში განმარტავენ, ნივთიერება "ვალსარტანს" ჩინური კომპანია ამზადებს, რომელმაც 2012 წელს წარმოების სქემა შეცვალა და შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ კომპანიის მიერ წარმოებულ "ვალსარტანსში", არის ტოქსიკური მინარევები, რომელიც კიბოს გამოწვევის რისკის შემცველია.

სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად, საქართველოში უნდა შეწყდეს ყველა იმ კომპანიის მიერ წარმოებული წამლის იმპორტი და გაყიდვა, რომელსაც ნივთიერება "ვალსარტანს" აწვდის ჩინური კომპანია.

„ეს პროდუქტები ამოვა უწყებრივი რეესტრიდან, გადაინაცვლებს დროებით გაუქმებულებში, ანუ ბაზარზე დაშვების უფლების არ მქონედ ჩაითვლება. ყველა იმ სუბიექტს, რომელსაც აქვს ამ საბითუმო რეალიზაციის უფლება, დაეგზავნათ წერილი, რომ დაუყოვნებლივ გამოითხოვონ ბაზრიდან აღნიშნული პროდუქტები. ასევე, საბაჟოს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ფაქტიურად, ეს პროდუქტები, ფაქტიურად, ვეღარ შემოვა,“ - აღნიშნა რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა, ნაილი შენგელიძემ.

იმის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანება გამოსცა, დღე, თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში შესაძლებელი იყო იმ პრეპარატების ყიდვა, რომელიც შეიცავს ნივთიერება ვალსარტანს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

მედიკამენტების სიას, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შემცველია.

Valsar-Denk (40მგ; 80მგ; 160მგ; 320მგ)

CoValsar-Denk (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)

CARDOPAN-SANOVEL (80მგ; 160მგ; 320მგ)

CARDOPAN-SANOVEL PLUS (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)

Valz (40მგ; 80მგ; 160მგ)

Valz H (80მგ; 160მგ)

NORTIVAN® (80მგ; 160მგ)

Cardofix-Sanovel (5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)

Cardofix-Sanovel Plus (5მგ/160მგ/12,5მგ; 5მგ/160მგ/25მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/25მგ)

Amva Denk (5მგ/80მგ; 5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)

Amva + HCTDenk (mite 5მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ

forte 10მგ/160მგ/25მგ).

წყარო: rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42