„ქვეყანა, სადაც შვილებს გვიხოცავენ... 10 სექტემბერს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ“ - ზაზა სარალიძის მიმართვა საზოგადოებას
პოლიტიკა - 20:19, 16 Aug, 2018     2104
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ფეისბუქის გვერდზე 10 სექტემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:

„საქართველო, ვაი საქართველო.

ქვეყანა სადაც შვილებს გვიხოცავენ და მკვლელები რესტორნიდან რესტორანში გადადიან.

ქვეყანა სადაც მკვლელები ჩინოვნიკები და მათი შვილები არიან.

ქვეყანა სადაც შვილმოკლულ მშობლებს ნუგეშის მაგიერ ტერორისტობაში ბრალს დებენ.

ქვეყანა სადაც დამნაშავის დაკავების ყველა ბერკეტი აქვთ და ხელს აფარებენ.

ქვეყანა სადაც ხალხს ფსიქოლოგიურად ატერორებენ.

ქვეყანა სადაც შერჩევითი სამართალია.

ქვეყანა სადაც სისტემა მეფობს და ჩვენ უბრალო ადამიანები ვიჩაგრებით.

ქვეყანა სადაც სადისტურად მოკლული შვილების საფლავის მაგიერ პროკურატურაში სუსში და შსსში გვიწევს სიარული,რომ ჩვენი მოკლული შვილების სიწმინდე დავიცვათ.

ქვეყანა სადაც შვილებს გვიკლავენ და შემდეგ ცილს სწამებენ მკვდრებს,რომ აუცილებლად უნდა გამოეყენებინათ დანა.

ქვეყანა სადაც ხალხი არაფრად არ უღირთ.

ჩვენ ჩვენ შვილებს ვეღარ გავაცოცხლებთ,მაგრამ მათ სადარაჯოზე და ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე მანამ ვიდგებით სანამ პირში სული გვიდგას.

საქართველოოოოო,ვაი საქართველოოოოო.

შენ გეუბნები საქართველოს ტანჯულო შვილო!!!!!

ავდგეთ და ერთად ვებრძოლოთ უსამართლობას და დავასრულოთ შერჩევითი სამართალი.

10 სექტემბერი ჩავწეროთ საქართველოს ისტორიაში და გავათავისუფლოთ ქვეყანა ბოროტებისგან.

დღეს ჩვენ ვართ არა მარტო შვილმოკლული მშობლები არამედ სისტემის მსხვერპლები.ხვალ არ უნდა იყო შენ.

საქართველოს შვილებო, ემიგრანტებო,ელიტის წევრებო,ექიმებო,სტუდენტებო,ჟურნალისტებო,ინჟინრებო,მოსწავლე მასწავლებლებო,პოლიციელებო,ეკლესიის მსახურებო.

დროა გამოვფხიზლდეთ!!!

ერთად დავდგეთ ხელჩაკიდებული და გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი.

რად გვინდა სკოლები და უნივერსიტეტები თუ მომავალი არ ექნა ქვეყანას.

რად გვინდა ტაძარი თუ გულით მლოცველი მრევლი არ ეყოლა მას.

მაპატიეთ მაგრამ მე არ მინდა ჩემი შვილი ასეთ ქვეყანაში იზრდებოდეს,სადაც სამართალი არ არსებობს.

შენ გინდა?????

10 სექტემბერს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა მარტო ჩვენი დახოცილი შვილების გამო,არამედ ჩვენი ცოცხალი შვილების გამო,რათა მათ ნათელ და სამართლინ ქვეყანაში იცხოვრონ.“ - წერს ზაზა სარალიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42