საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარე „შენების მოძრაობის“ ლიდერის, საპრეზიდენტო კანდიდატის დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. საუბარია უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარზე პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით, კობახიძე საპრეზიდენტო კანდიდატზე აცხადებს, რომ მან ბევრი შეცდომა დაუშვა:
„დავით უსუფაშვილმა, მარტივად რომ ვთქვათ, დაუშვა უხეში შეცდომა. არავითარ ანალიზზე არ არის საუბარი. იყო ძალიან უხეში შეცდომა დაშვებული იმ გამონათქვამში ექსპერტული კუთხით, პოლიტიკური კუთხით და ადამიანური კუთხით. ყველანაირი კუთხით დაუშვა ადამიანმა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ. შეფასებები გაკეთდა და შესაბამისად, ეს საკითხი ამოწურულია",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის სასახლის თემაზე დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
მასალის გამოყენების პირობები






