ირაკლი რუხაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჰოლანდიის სასამართლოში სარჩელი შეიტანა - ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. სასამართლომ ბიძნა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის სარჩელის განხილვა დაიწყო.
„ლიბერთი ბანკის“ მფლობელი საქართველოს მესამე პრეზიდენტს საჯარო განცხადების გამო უჩივის და კომპენსაციას მოითხოვს. ქალაქ მიდლბურგის სასამართლოში პროცესი ორი საათია დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მაფიაზე საუბრობდა და საუბრისას მან კონკრეტული ბანკები ახსენა, რომლითაც მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას აზარალებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს სასამართლო პროცესი პოლიტიკურ სარჩულს ატარებს და ამ მეთოდით მის გაჩუმებას ცდილობენ.
თავად რუხაძე კი აცხადებს, რომ ის სააკაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






