„ივანიშვილის და საბანკო მაფიის მიზანია ჩემი გაჩუმება“ - სააკაშვილი ჰოლანდიის სასამართლოში მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ეხმაურება
პოლიტიკა - 18:27, 16 Aug, 2018     2342

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ჰოლანდიის სასამართლოში - საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხს ეხმაურება. სარჩელის ავტორი „ლიბერთი ბანკის“ მფლობელია. ირაკლი რუხაძე სააკაშვილს საჯარო განცხადების გამო უჩივის და კომპენსაციას ითხოვს.

ირაკლი რუხაძემ ჰოლანდიის სასამართლოში სარჩელი მიხეილ სააკაშვილის მიერ "რუსთავი 2-ის" ეთერში გაკეთებული განცხადების გამო შეიტანა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საუბრობდა ბიძინა ივანიშვილის "მაფიაზე" და მან კონკრეტული ბანკები ახსენა, რომელთა მეშვეობითაც სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას აზარალებს.

„მიზანი არის ივანიშვილის და საბანკო მაფიის, რომელიც ძარცვავს საქართველოს ხალხს, რომელმაც პრაქტიკულად თითოეული ქართული ოჯახის ჯიბეში ჩაყო ხელი, აქედან ამოაქვს უკანასკნელი კაპიკები ხალხის, ხალხს ახრჩობს ვალებში, ხალხს ახრჩობს იმ ვალდებულებებში, რომელიც არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, ჰოლანდიაში წარმოუდგენელია ასეთი რაღაც, მეზობელ აზერბაიჯანში წარმოუდგენელია ასეთი რაღაც, თურქეთშია წარმოუდგენელი. მხოლოდ საქართველოში ხდება,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სარჩელით მისი გაჩუმება სურთ:

„ამათ აქვთ განუზომელი ფული, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს არც ფული და არც საშუალებები და ამიტომ, გარდა იმისა, რომ საქართველოდან არაფერი არ წამომიღია და ესენი მოვიდნენ გაძარცვეს მთელი საქართველო, ახლა ამ ნაძარცვი ფულის ნაწილს ხარჯავენ იმაზე, რომ მე მითხრან, რომ შენ ხომ მაინც ფული არ გვაქს, შენ ხომ მაინც არ შეგიძლია იურისტებზე დახარჯო, მოდი რა, გაჩუმდი და ხმა აღარ ამოიღო, ვერ ეღირსებიან, მართლა ცივი წყალიო დალიონ, რომ ეს გავაკეთო, მე ამ ხალხთან ბრძოლას არ შევაჩერებ.

საქართველოში ივანიშვილის დროს საბანკო მაფიამ ბოლომდე გაშალა ხელი, ფრთები და საქართველოს შიგნით ყველას გაჩუმება, ბევრის გაჩუმება შეძლეს, ბევრის მოსყიდვა და დაშინება შეძლეს და ახლა ხარჯავენ უამრავ ფულს იმაზე, რომ მე გამაჩუმონ ჰოლანდიაში, ვერ ეღირსებიან. ეს ხალხი არიან ქართველი ხალხის მტრები, ესენი არიან ის ხალხი, ვინც მართლა სისხლს წოვს საქართველოს და მე შევებრძოლები მათ აქაც, ჰოლანდიურ სასამართლოში, სადაც მათ მიჩივლეს, ასობით ათას დოლარს ხარჯავენ მარტო ამ პროცესების მოწყობაში და მე მათ, რა თქმა უნდა, შევებრძოლები საქართველოში, სადაც აუცილებლად დავბრუნდები და აუცილებლად სიმართლე იზეიმებს,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადაწყდება ივანიშვილის ბედი:

„წყდება ივანიშვილი გააგრძელებს შემდეგ ძარცვას საქართველოში თუ თავის ამ ბანდიტებთან ერთად თუ საქართველო იქნება თავისუფალი ამ მაფიის მარწუხებისგან, ვალებისგან, უსამართლო ვალებისგან, საქართველო არის საბანკო დავალიანებით პირველ ადგილზე მსოფლიოში, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს პირველი რეფორმატორი და ახლა ვართ ყველაზე დავალიანებული ქვეყანა მსოფლიოში, ეს გააკეთა ივანიშვილმა და ამ ყაჩაღებმა და ვერ ეღირსებიან ისინი, რომ მე პირი ამომიკერონ, ჩემი ბრძოლა იქნება სამართლებრივი. ჩვენი ბრძოლა იქნება საარჩევნო და ჩვენ აუცილებლად ამ ბრძოლას საბოლოო ჯამში დავასრულებთ გამარჯვებით ოქტომბერში არჩევნებზე და შემდგომ ჩვენ გავუყინავთ ხალხს უსამართლო ვალებს, მე არასდროს ტყუილ დაპირებებს არ ვიძლევი, ჩვენ დავწევთ საბანკო კრედიტს, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ასეთი უსამართლო ურთიერთობები საბანკო ინსტიტუტებს, მთავრობას და ხალხს შორის აღარ იქნება საქართველოში, დამყარდება სამართლიანობა, კანონის უზენაესობა,“ - განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42