,,ჰერეთის" თანამშრომლები 15:00 საათზე მდუმარე აქციას გამართვენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შენობასთან და ამ ფორმით გააპროტესტებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, თბილისში მაუწყებლობის ლიცენზია არა ,,ჰერეთს", არამედ ,,ენერჯი გრუპს" გადაეცა.
სოციალურ ქსელში ჰერეთის თნამშრომლები განცხადებებს ავრცელებენ: ,,დღეს ყველა ,,ჰერეთელი" და დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი ვიკრიბებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიათან ჩვენი პროტესტის გამოსახატავად 15:00 საათზე მშვიდობიანი მოთხოვნით ლიცენზია ,,ჰერეთს". გთხოვთ, მხარი დაგვიჭიროთ დღეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სოციალური ქსელის მეშვეობით ,,ჰერეთის" თანამშრომლები ავრცელებენ.
მაუწყებლობის რეგულიერების დეპარტამენტის ცენტრის თნახმად თემატური მრავალფეროვნება ყველაზე მეტად სწორედ ჰერეთის მიერ წარდგენილ კონცეფციაში იყო უზრუნველყოფილი. ამიტომ კომისიის წევრების მიერ, მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ,,ჰერეთის" თანამშრომლებისთვის. სამაუწყებლო კომპანია ,,ჰერეთი" საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, სახალხო დამცველს, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მედიას და არასამთავრობო სექტორს მიმართავს.
,,უმორჩილესად გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაერთოთ აღნიშნულ პროცესებში და გამოიძიოთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებასთნ დაკავშირებული პროცესები, რომელიც ყოვლად შეუსაბამოა საქართველოს კანონმდებლობასა და კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობებთან. ველით თქვენს მხარდაჭერას და ჩრთულობას აღნიშნულ პროცესში. იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ კანონის უზენაესობა და ღირებულებები, რომლებიც ფუნდამენტურად დაფუძნებულია დემოკრატიულ საწყისებზე , იქნება მთვარი ამოსავალი წერტილი თითოეული თქვენთგანისთვის. " - ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც ,,ჰერეთმა" 50-მდე ორგანიზაციას გაუგზავნა.
,,რამდენიმე წუთში რადიო ,,ჰერეთის" მაუწყებლობა შეწყდება, ,,ჰერეთის" თანამშრომლები 15:00 საათზე მდუმარე აქციას გამართავენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შენობასთან და ამ ფორმით გააპროტესტებენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, თბილისში რადიო მაუწყებლობის ლიცენზია არა ,,ჰერეთს", არამედ ,,ენერჯი გრუპს" გადაეცა. ,,ჰერეთის" მაუწყებლობა ხვალ დილიდან განახლდება."
მასალის გამოყენების პირობები






