რუსეთის სავიზო ცენტრი თბილისში, ბესიკის ქუჩა N4-ში, „ბიზნეს ცენტრი ბესიკზე“ შენობაში განთავსდება. შესაბამისი ინფორმაცია შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ასევე, უკვე ამოქმედდა საქართველოში რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრის ვებგვერდიც: https://tass-georgia.ge/.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აღნიშნულ საკითხზე „პირველ არხთან“ კომენტარს აკეთებს:
„ყველა დეტალი არ ვიცი ამასთან დაკავშირებით. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ სირთულეები იყო აშკარად. მხედველობაში მაქვს შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია, სადაც ჩვენი და სხვა ქვეყნების მოქალაქეები საკონსულო მომსახურებით სარგებლობდნენ. ეს ახალი სავიზო ცენტრი იმედია, ხელს შეუწყობს ამ პრობლემების მოგვარებას და მოქალაქეთა სავიზო, საკონსულო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






