თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა
პოლიტიკა - 10:36, 17 Aug, 2018     2263

რუსეთის სავიზო ცენტრი თბილისში, ბესიკის ქუჩა N4-ში, „ბიზნეს ცენტრი ბესიკზე“ შენობაში განთავსდა. შესაბამისი ინფორმაცია შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ასევე, უკვე ამოქმედდა საქართველოში რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრის ვებგვერდიც: https://tass-georgia.ge/.

„საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეების, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირების მომსახურეობის ხარისხის გაზრდის მიზნით, 2018 წლის 17 აგვისტოს თბილისში იხსნება რუსეთის სავიზო ცენტრი (რსც). კერძოდ, მოხდება ვიზების გაფორმების პროცედურის დაჩქარება და გამარტივება, და აგრეთვე შეიქმნება განმცხადებლებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები. აღნიშნულს ხელს შეუწყობს რსც-ს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური პერსონალი, 16 მიმღები ფანჯარა, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა დედაქალაქის ცენტრში, კომფორტული კეთილმოწყობილი ფართები და სხვა შესაძლებლობები. რსც ოფიციალურად უფლებამოსილია მიიღოს, დაამუშაოს და გადასცეს თბილისში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას ფიზიკური პირებისა და იურიდიული ორგანიზაციებისგან მიღებული განსახილველი დოკუმენტები ყველა კატეგორიის ვიზის გასაცემად, გასცეს პასპორტები მზა ვიზებით და გაუწიოს სხვა მომსახურებები. რსც-ში დოკუმენტების შეტანისას, განმცხადებელი იხდის საკონსულო გადასახადს და სერვისის საფასურს. საკონსულო გადასახადის ტარიფები დადგენილია რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. სერვისის საფასური არის რსც-ს მომსახურეობის გადასახადი და შეადგენს 30 აშშ დოლარს. მომხმარებელთა სურვილის შემთხვევაში, რსც-ს შეუძლია დამატებითი მომსახურებების გაწევა, რომელთა ჩამონათვალისა და საფასურის დაზუსტება შესაძლებელია მის ოფიციალურ გვერდზე ან ტელეფონის მეშვეობით“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციამ გაავრცელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42