„მმართველ გუნდში მიხვდა ვიღაც, რომ სუპერთვითდამაზიანებელ განცხადებებს აკეთებენ“ - დავით უსუფაშვილი ხელისუფლების განცხადებებზე
პოლიტიკა - 17:57, 16 Aug, 2018     862

სოზარ სუბარის განცხადებას დავით უსუფაშვილზე, თავად „შენების მოძრაობის“ ლიდერი ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველ გუნდში ვიღაც მიხვდა, რომ ბოლო დღეებში სუპერთვითდამაზიანებელ განცხადებებს აკეთებენ:

„გვითხრეს, ჩვენ არ გვჭირდება ავტორიტეტული პრეზიდენტი, ამიტომ არ შევარჩიეთ არავინ ჩვენი გუნდიდან, ვეძებთ ვინმე ისეთს, ვინც არ იქნება ძლიერი, წონიანი ფიგურა, შესაბამისად სასახლეშიც სხვაგან უნდა წავიყვანოთ, რომ პრეზიდენტზე ქვეყანაში ზედმეტი წარმოდგენები არ იყოსო. მიხვდა ვიღაც, რომ ეს არის სუპერთვითდამაზიანებელი მათთვის და სუპერდამაზიანებელი მათი რჩეული კანდიდატისთვის. ახლა ამ თემის მიფუჩეჩებას და სხვა თემების წინ წამოწევას ცდილობენ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარესთან შედარებით, 10-ჯერ უფრო მეტი უფლებამოსილება და პოლიტიკური წონა აქვს.

„ის სახელმწიფოს მეთაურია და აქ პარლამენტის თავმჯდომარეზე ვსაუბრობთ. თუ ამ კრიტერიუმებით ავწონ-დავწონით და ვიტყვით, რომ პრეზიდენტს პირველ სართულზე უნდა მივუჩინოთ ადგილი, მაშინ დიახ, პარლამენტის თავმჯდომარეს მინუს მესამეზე ეკუთვნის. ამის მიღება პერსონალურ ან ინსტიტუციის შეურაცხყოფად სრულიად მიუღებელია. ეს არის მხოლოდ თემის გადაფარვის მცდელობა, რადგან ძირითად კითხვებზე, რაც მე ხელისუფლების მიმართ დავსვი, პასუხები არ აქვთ. ამიტომაც აღნიშნულ თემაზე ხმაური ატეხეს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42