მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი „შენების მოძრაობის ლიდერის“, საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით უსუფაშვილის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ დავით უსუფაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა, ვიწრო პარტიული გადასახედიდან უყურებს ყველაფერს:
„ამით ის ურტყამს ინსტიტუტს და არა პიროვნებას და პირველ რიგში, ურტყამს საკუთარ თავს და ღირსებას. მახსენდება ბიძინა ივანიშვილის გამოთქმა, ადრე თქვა „რესპუბლიკურ პარტიაზე“, რომ ვერასდროს ვერ ამაღლდნენ ისინი სახელმწიფოებრივ დონეზე, პარტიით იწყება და მთავრდება მათი მსოფლმხედველობა, მათი ინტერესი. ამ ჩარჩოში დარჩა დავით უსუფაშვილიც, ვერ გამოვიდა „რესპუბლიკელობიდან“ ამ თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ პარტია დატოვა, ვიწრო პარტიული გადასახედიდან უყურებს ყველაფერს, მათ შორის ინსტიტუტებსაც“, – განაცხადა სუბარმა.
მისი განმარტებით, როდესაც საქართველო ჩამოყალიბდა საპარლამენტო რესპუბლიკად, დღეს პარლამენტის თავმჯდომარეობა წამყვანი თანამდებობაა:
„ეს არის ინსტიტუციურად ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანო. დღეს, როდესაც დავით უსუფაშვილი ურტყამს პარლამენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ამით ის ცდილობს, პარლამენტის როლი დააკნინოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






