სერგეი შამბას განცხადებას უმრავლესობის რიგებში ეხმაურებიან. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპაციის პრობლემის დასრულებას პირველ რიგში რუსეთი უშლის ხელს. მისივე თქმით, ქართული მხარე კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულების მომხრეა:
„კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულების მომხრეა საქართველო და ამისთვის ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკაც გაგვაჩნია და სულ ახლახანს, პარლამენტმაც დაუჭირა მხარი, მაგრამ ჩვენი ოკუპაციის პრობლემის დასრულებას ბუნებრივია, რომ პირველ რიგში რუსეთი უშლის ხელს და რუსეთი არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობის პრობლემის კუთხით, ეფექტური ნაბიჯების გადადგმა გვიჭირს. დანარჩენზე საუბარი ძალიან რთულია. მე ვერ გეტყვით მიზეზებს, ვერ გეტყვით განცხადების საბაბი, ცოტა მეტი გააზრება სჭირდება ამ განცხადებას, ამიტომ უფრო მეტის თქმისგან თავს შევიკავებ ამ ეტაპზე,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






