„შამბა ჭკვიანი და ეშმაკი პოლიტიკოსია. ეს არის ორმაგი ვაჭრობა - მეტი გამოსტყუოს რუსეთსაც და საქართველოსაც“ - თორნიკე შარაშენიძე
პოლიტიკა - 14:26, 16 Aug, 2018     2381

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით საქართველოსთან დიალოგის დაწყება შესაძლებელია.

საკითხის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) პროფესორს, ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს დაუკავშირდა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ შამბას განცხადება არის ჭკვიანი და ეშმაკი პოლიტიკოსის განცხადება, რომელიც ხედავს, რომ მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის სრული ანექსია და ცდილობს გამოსავლის პოვნას:

„შამბა არის გამოცდილი და ეშმაკი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ გონებაშეზღუდული ბევრი პოლიტიკოსი ჰყავთ მათ, რაც ჩანს ხოლმე მათი განცხადებებიდან, შამბა კი ნაკლებად გონებაშეზღუდულია. მე ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს არის მცდელობა იმისა, რომ რუსეთს მეტი გამოსტყუონ და რუსეთთან თამაში მოხდეს ამით, რომ ქართველებთან დიალოგი დაიწყონ. მათ ძალიან უჭირთ, დაჩქარდა მათი დეფაქტო ანექსია რუსეთის მხრიდან. ხაჯიმბა რუსეთს უარს ვერაფერზე ეუბნება და ვერ ეწინააღმდეგება, არ არის პრინციპული პოლიტიკოსი, ბაღაფში და ანქვაბი შეიძლება ჩვენ არ გვიყვარდა, მაგრამ მათ თავი მიაჩნდათ აფხაზ პატრიოტებად, რუსეთს ეწინააღმდეგებოდნენ ბევრ რამეში და ხაჯიმბა ფაქტობრივად არაფერში ეწინააღმდეგება და მიდის ძალიან მაღალი ტემპით რუსეთის მიერ აფხაზეთის საბოლოო ანექსია. მე ამ ნაბიჯს ასე ვუყურებ, ვფიქრობ, ამით არის გამოწვეული. რამდენად აქვთ მათ იმედი, რომ საქართველოსთან რაიმე ურთიერთობას დაალაგებენ, ძალიან რთული სათქმელია, რადგან ვფიქრობ, თვითონ აფხაზები არ არიან ამისთვის მზად, რომ საქართველოსთან პრაგმატულად მაინც ილაპარაკონ, ჩვენ თუ გვაქვს გაგების უნარი, რომ საჭიროა რუსეთთან პრაგმატული დიალოგი, ჩვენი ინტერესებისთვის, აფხაზები ამასაც ვერ მიხვდნენ ძალიან დიდხანს. მაინც და მაინც პერსპექტიული მე ეს საქმე არ მეჩვენება და ამას ვუყურებ, როგორც შამბას, ჭკვიანი და ეშმაკი პოლიტიკოსის ნაბიჯს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის შებორკილი, რადგან მსგავს სიტუაციებში „იყურება სოლოლაკისკენ“ და ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯებს ელოდება, არაფორმალური მმართველობა კი ასეთ კონკრეტულ მომენტებში ცუდად იჩენს თავს:

„ჩვენი ხელისუფლება დიდი ხანია არის შებორკილი, უჭირთ ხოლმე გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც საქმე მოითხოვს მკვეთრ და მთავარ ნაბიჯებს, ხელისუფლება შებორკილია, რადგან იყურება სოლოლაკისკენ, რადგან ამ კაცს თუ არ შეუთანხმებენ რაღაცებს, ნაბიჯს არ დგამენ. ეს არის დიდი პრობლემა ყოველთვის ამ ხელისუფლების პირობებში. არაფორმალური მმართველობა აქ ძალიან ცუდად იჩენს ხოლმე თავს“, - მიიჩნევს შარაშენიძე.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთს დიალოგი შეუძლია, თუმცა, ისინი ვერ უტყდებიან საკუთარ თავს იმაში, რომ გაქრობა ემუქრებათ. შამბას განცხადება კი ემსახურება იმ ფაქტს, რომ რაც შეიძლება მეტი გამორჩენა მიიღოს როგორც რუსეთის ფედერაციისგან, ასევე საქართველოსგანაც:

„დიალოგი აფხაზებს შეუძლიათ, თუ მოინდომებენ. მე მგონი მათ ჯერ კიდევ უჭირთ თავიანთ თავს გამოუტყდნენ, რომ მათ პერსპექტივა არ აქვთ და პრაქტიკულად გაქრობა ემუქრებათ. მათში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი, შამბა როგორც ჩანს ამას მიხვდა და ახლა ფიქრობს გამოსავალზე. გამოსავალი იქნება, რაღაცნაირად რუსეთის ზეწოლა შეარბილოს და იქნებ ჩვენც მეტი გამოგვტყუოს. მე ვფიქრობ ორივეს ფიქრობს, ჩვენ მათ ძალიან ბევრს ვაძლევთ, უფასო ჯანდაცვა, დენი უფასოდ აქვთ ენგურიდან და იქნებ მეტი გამოგვტყუოს ჩვენც და მეტი გამოტყუოს რუსეთსაც, ანუ ორმაგი ვაჭრობაა ჩემი აზრით მისი მხრიდან“, - დასძენს ექსპერტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42