აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით საქართველოსთან დიალოგის დაწყება შესაძლებელია.
შამბას განცხადება შეაფასეს გაერთიანებულ ოპოზიციაში როგორც "ნიუპოსტს"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განუცხადა, საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებისგან რუსული ნარატივები გასაკვირი არ არის:
„არ არის გასაკვირი, როდესაც საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები რუსული ნარატივით გველაპარაკებიან, პუტინის ნარატივით და მისი რეჟიმის ნარატივით, მაგრამ გასაკვირი, სამწუხარო და სავალალო ის არის, როდესაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იმეორებს ამ ნარატივს, აღმაშფოტებელი სწორედ ეს არის და მნიშვნელოვანია ამ ადამიანს არავითარი შანსი არ მიეცეს ახლოსაც რომ მივიდეს მართვის სადავეებთან“, - განაცხადა დეპუტატმა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ გადაწყვიტა სერგეი შამბამ კონკრეტულად არსებულ სიტუაციაში ალაპარაკება, ბოკუჩავამ განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობს მსგავსი მოქმედებებით ბრძლას, როდესაც ხედვას, რომ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო არენაზე მყარი არ არის:
"ზოგადად ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებაში რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ჩართული მრვალამხრივ ფორმატში, როგორიც არის და არსებობს უკვე, ჟენევის ფორმატი და არ მოხდეს საქართველოს მარტო დატოვება პირისპირ ან რუსეთის ფედერაციასთან, ან ოკუპირებული ტერიტორიების რეჟიმების წარმომადგენლებთან. ამ ხელისუფლების პირობებში სამწუხაროდ ამის გარანტია არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ შექმნეს მაგალითად ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი, სადაც საქართველოს მოსახლეობის ზურგსუკან ხდება ეს მოლაპარაკებები და არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თემებს განიხილავენ ეს წარმომადგენლები და რამდენად ხდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა ასეთ ფორმატში, არ გვაქვს. გამოცდილებითაც, ყოველთვის ასეა, რომ სამწუხაროდ პუტინის რეჟიმი ყოველთვის ცდილობს საქართველოს ინტერესების შელახვას, როდესაც ჩვენ არ გვაქვს საერთაშორისო მხარდაჭერა და წარმომადგენლები არ ესწრებიან მოლაპარაკებებს, ასე რომ ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ემსახურება, საქართველომ ეს უნდა განიხილოს მრავალმხრივ ფორმატში, იმისათვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები არ შეილახოს. მაგრამ ამის გარანტიას ამ ხელისუფლების პირობებში ვერ მივიღებთ, ამიტომ ჩვენ, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავალი, უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, ისევე, როგორც საზოგადოება, რათა არ დავუშვათ ისეთი ტიპის მოლაპარაკების გახსნა, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






