რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებას იმასთან შესახებ, რომ ვიზებთან დაკავშირებით რუსეთის ინტერესების სექციის ირგვლივ შექმნილი ვითარება, ქართველი კრიმინალური ელემენტების ბრალია, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა უპასუხა. ზურაბ აბაშიძე თქმით, რუსეთის საგარეო უწყების ეს კომენტარი, ჩვენი აზრით, ობიექტურად ვერ ასახავს აღნიშნულ ვითარებას:
„რუსეთის საგარეო უწყების ეს კომენტარი, ჩვენი აზრით, ობიექტურად ვერ ასახავს აღნიშნულ ვითარებას. საკონსულო მომსახურების კუთხით, მოქალაქეები აშკარად აწყდებიან შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციაში სირთულეებს. რაც, როგორც ჩანს, სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. ამით, არაკეთილსინდისიერად სარგებლობენ გარეშე პირებიც. ჩვენი სამართალდამცავები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცდილობენ, არ გაუშვან კანონდარღვევა და შესაბამის ზომებსაც იღებენ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არსებული პრობლემების გამოსწორებისა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 17 აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს რუსეთის სავიზო ცენტრი, რამაც უნდა გამოასწოროს არსებული ვითარება,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ კურიერთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






