2014 წელს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სტატუსში ამჟამინდელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან საპრეზიდენტო სასახლის შესაძლო გაუქმებას ეხმაურებოდა და ფაქტს, ,,ანტისახელმწიფოებრივს“ და ,,ქვეყნის დაქვეითების სიმბოლოდ“ მიიჩნევდა:
„მაგრამ რომელ ქვეყანას აქვს იმის ფუფუნება რომ ნახევარ მილიარდიანი სასახლე მიაგდოს და არ გამოიყენოს ? ეს რა არის რაღაც მდაბიო რევანშიზმის გამოვლინება? "რადგანც სააკაშვილის უაზროდ აშენებულია ამიტომ არ უნდა ვიხმაროთ"!...
სახელმწიფოებრივ კუთხით თუ შევხედავთ, საპრეზიდენტო სასახლის გაუქმება გვინდა არ გვინდა რაღაც ანტი სახელმწიფო ნიშანს ატარებს, ქვეყნის დაქვეითების სიმბოლოა .... ჩამქრალი და უხმარი სასახლე უარყოფითი ნიშანიცაა... ამიტომ არსებობს და გამოვიყენოთ.“- წერდა სალომე ზურაბიშვილი.
2018 წელს კი ის აცხადებს რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ავლაბრის რეზიდენციაში არ შევა და მომავალ რეზიდენციად ათონელზე მდებარე სასახლე (ორბელიანის სასახლე) დაასახელა.

მასალის გამოყენების პირობები






