„ჩვენ ამ სწავლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ აშშ-ის მიერ გაჟღერებულ პოლიტიკასთან, რაც ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში აისახა“ - იზორია
პოლიტიკა - 18:22, 15 Aug, 2018     1116

„ღირსეული პარტნიორი 2018“- ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ ამ სწავლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ აშშ-ის მიერ გაჟღერებულ პოლიტიკასთან, რომელმაც ოფიციალური სახე გუშინწინ, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჰპოვა. განსაკუთრებული აქცენტი ევროპაში პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობის გააქტიურებაზე და ასევე, ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებაზეა გაკეთებული. ჩვენ, ამ სწავლებითაც, ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ. აქტში აღნიშნულია, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად უნდა მონაწილეობდეს უფრო ფართომასშტაბიან რეგიონალურ წვრთნებში, შავი ზღვის ფარგლებში“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, „ღირსეული პარტნიორი 2018“ რეგიონში ჩატარებული წვრთნების ციკლის ერთ-ერთი სწავლებათაგანია და საქართველო ავტორიზაციის აქტით გაჟღერებულ პოლიტიკას ადეკვატურად პასუხობს. „საქართველო პასუხობს იმ მთავარ მოთხოვნებს, რაც ქართული შეიარაღებული ძალების მიმართ არის წაყენებული და რომელიც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გაუმჯობესებას უკავშირდება. ამ დოკუმენტში ხაზგასმითაა საუბარი საქართველოსთვის ნატოს მხრიდან ღია კარის პოლიტიკის პრინციპულად შენარჩუნებაზე და ყოველივე ეს, სწორედ ამ საყოველთაო სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42