კონგოში გაუჩინარებული იოსებ ოსორაულის საქმე - ადამიანის უფლებათა ცენტრი ოჯახის წევრებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს
პოლიტიკა - 18:13, 15 Aug, 2018     1108
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება 14 აგვისტოს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც განმარტებულია კონგოში გაუჩინარებული ქართველი მფრინავის, იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, მთავარ პროკურატურას მიაჩნია, რომ მძევლად აყვანილი მოქალაქის ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, მიენიჭოს, თუკი მოქალაქის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას მოჰყვა მისი სიკვდილი. ვინაიდან გამოძიებას საქმეზე არ მოეპოვება უტყუარი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა იოსებ ოსორაულის გარდაცვალების ფაქტი, მთავარი პროკურატურა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ოსორაულის ოჯახის წევრებს უარი უნდა ეთქვათ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ნათლად განმარტავს, რომ დაზარალებული შეიძლება იყოს სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, თუკი მას მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მთავარ პროკურატურას აქვს ყველა წინაპირობა, რომელთა გათვალისწინებითაც შეუძლია, დაზარალებულად ცნოს იოსებ ოსორაულის მეუღლე - ნინო ოსორაული და ძმა - გია ოსორაული. ნათელია, რომ კონგოელი ამბოხებულების მიერ იოსებ ოსორაულის მძევლად აყვანისა და შემდგომ გაუჩინარების შედეგად, მის ოჯახს მიადგა მძიმე მორალური და ფსიქოლოგიური ზიანი. მათ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს ის ფაქტიც, რომ სახელმწიფომ ვერ გაატარა საკუთარი მოქალაქის მძევლობიდან გამოხსნის შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები და ვერ მოიძია სათანადო ინფორმაცია მისი სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. უკვე წელიწადნახევარია, ოჯახი საკუთარი რესურსით ცდილობს, მოიძიოს ინფორმაცია საკუთარი ოჯახის წევრის შესახებ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რაც ასევე მატერიალურ დანახარჯებთან და ზიანთან არის დაკავშირებული.

მთავარ პორკურატურაში საქმე აღძრულია და ძიება მიმდინარეობს სსკ-ის 144-ე მუხლით (მძევლად ხელში ჩაგდება). მთავარი პროკურატურა თავად აცხადებს, რომ არანაირი მტკიცებულება არ მოეპოვება, რაც დაადასტურებდა იოსებ ოსორაულის გარდაცვალების ფაქტს, მაგრამ ეს ნამდვილად უნდა იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი ოჯახის წევრებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებისას.

ადამიანის უფლებათა ცენტრს სჯერა, რომ სამართლებრივად მნიშვნელოვანია, იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრებს მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი, რაც მათ დაცულობას და პროკურატურისადმი ნდობას მნიშვნელოვნად გაზრდის.“ - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42