სესხის აღება ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დასჭირდეს. როდესაც თანხის მიღება გეჩქარებათ და არ გაქვთ უამრავი დოკუმენტის შეგროვების დრო, ავტო ლომბარდი ხელსაყრელი არჩევანია. კრედიტორი არც დასაქმების ცნობას ითხოვს და არც თავდებს. მთავარია გყავდეთ ავტომობილი და სასურველ თანხასაც რამდენიმე წუთში მიიღებთ. ამასთან, კომპანიების უმრავლესობა დალომბარდების მიუხედავად საშუალებას გაძლევთ განაგრძოთ ავტომობილის მართვა და დროულად მიიღოთ საჭირო თანხა.
თუკი ახალი ავტომობილის შეძენას აპირებთ და საკმარისი თანხა არ გაქვთ, ავტო სესხი ან ავტო ლიზინგის მომსახურება დაგეხმარებათ. საჭირო თანხის მიღებას მარტივად შეძლებთ და არც სასურველი მოდელის მანქანის შეძენა გაგიჭირდებათ.
დღეისათვის, საფინანსო სექტორში მოღვაწე უამრავი კომპანია გვთავაზობს ავტო ლომბარდისა და ავტო სესხების სერვისს. Credy24 ყველა ამ შეთავაზებას ერთ სივრცეში გაცნობთ. თქვენ მარტივად ირჩევთ თქვენზე მორგებულ მომსახურებას. ზოგავთ დროსა და ხარჯებს.
ავტო ლომბარდი - მიიღე თანხა მარტივადგჭირდება თანხა სასწრაფოდ, მაგრამ არ გაქვს დრო დოკუმენტების შესაგროვებლად და საფინანსო კომპანიაში მისასვლელად? ავტო ლომბარდის მომსახურება დაგეხმარება თანხის მიღებაში. მთავარია გყავდეს ავტომობილი და სესხის აღებას უმოკლეს დროში შეძლებ. მომსახურებით სარგებლობისთვის მინიმალური საბუთები დაგჭირდებათ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ავტომობილის ტექნიკური პასპორტი. ავტო ლომბარდის განაცხადის შევსება ონლაინ რეჟიმშიც შეგიძლიათ. სესხის აღებას მაქსიმუმ 1 საათში შეძლებთ.
Credy24 გთავაზობთ ერთ სივრცეში გაეცნოთ ავტო ლომბარდის პირობებს. შეადაროთ კომპანიების პირობები ერთმანეთს და ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ დასტური სესხის აღებაზე.
ავტო სესხი და მისი უპირატესობებიავტომობილის შესაძენად საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო, რომლის შეგროვებასაც დრო სჭირდება. ავტო სესხი საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ სასურველი მოდელის ავტომობილი დღეს, ხოლო თანხა გადაიხადოთ ხვალ. ავტო სესხი უზრუნველყოფილი კრედიტია და გირავნობა მანამდე ვრცელდება ნივთზე, სანამ სესხის დაფარვა სრულად არ მოხდება. ამასთან, მოითხოვება მანქანის დაზღვევა. სესხის ოდენობა და დაფარვის პერიოდი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ავტომობილის საბაზრო ღირებულებაზე.
ავტო სესხის აღებისას გაითვალისწინეთ:
· შემოსავლის ოდენობა და სტაბილურობა;
· დაზღვევის ხარჯები;
· დამატებითი საკომისიოები;
· ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.
Credy24 ყველა საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გაგაცნობთ, რაც გაგიმარტივებთ სწორი არჩევანის გაკეთებას.
ავტო ლიზინგი - რას გთავაზობთ სერვისითუ გსურთ ავტო ლიზინგი კარგი პირობებით ეწვიეთ Credy24-ს. აქ მოცემულია ყველა ის კომპანია, რომელიც გთავაზობთ მანქანის შეძენას თქვენზე მორგებული პირობით.
ავტო ლიზინგის მომსახურება გარკვეულწილად ჰგავს ავტო სესხს. თუმცა მათ შორის ის განსხვავებაა, რომ ავტო ლიზინგის დროს სესხის დაფარვამდე ავტომობილი სალიზინგო კომპანიის საკუთრებაში რჩება, მსესხებელს მხოლოდ ვალდებულების სრულად დაფარვის შემდეგ გადაეცემა ავტომობილი.
ეწვიე ვებგვერდს Credy24. შეარჩიე შენზე მორგებული მომსახურება კიდევ უფრო მარტივად: ავტო სესხი, ავტო ლიზინგი ან ავტო ლომბარდი. მიიღე თანხა სახლიდან გასვლის გარეშე და მოაგვარე ფინანასური პრობლემა კიდევ უფრო მარტივად.
მასალის გამოყენების პირობები






