„ოპიკის“ ვიცე-პრეზიდენტი ანაკლიის პორტის წარმომადგენლებს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:56, 15 Aug, 2018     1222

აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ბოჰიგიანი და „ოპიკის“ წარმომადგენლები ქართულ-ამერიკული კონსორციუმის, ADC-ის მენეჯმენტს შეხვდნენ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსირების საკითხები განიხილეს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.

„ძალიან შთამბეჭდავია პორტის დეველოპერთა გეგმები მის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს ასობით სამუშაო ადგილის შექმნას რეგიონში და საქართველოს კიდევ უფრო მნიშვნელოვან ევრაზიის სატრანზიტო ცენტრად აქცევს...პორტის განვითარება ნაწილია დამაკავშირებელი გეგმისა, რომ შავი ზღვა განვითარდეს როგორც რეგიონული და გლობალური ჰაბი“, - განაცხადა “ოპიკის” აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსირების საკითხზე უკვე რამდნეიმე თვეა მუშაობს. საფინანსო ინსტიტუტი პორტის მშენებლობაში 100 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტირებას განიხილავს.

ამავდროულად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსებაში ჩართულია 5 სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტი, რომელთა წარომადგენლებმა 2018 წლის ივლისში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორია შეისწავლეს და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებთან სამუშო შეხვედრები გამართეს.

„ოპიკი“ - კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია - აშშ-ის სააგენტოა, რომელიც ამერიკული ინვესტიციების საერთაშორისო ბაზრებში დაბანდებას უწყობს ხელს. OPIC-ის სერვისები ხელმისაწვდომია 160-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი ახალი და გაფართოებაზე ორიენტირებული ბიზნესისათვის, რომლებიც ინვესტირებას გეგმავენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის I ფაზის მშენებლობა საზღვაო-სამშენებლო ეტაპზე გადავიდა. პორტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის მობილიზება მასშტაბური საზღვაო სამუშაოების დასაწყებად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42