დაძაბულობა აშშ-სთან და ერდოღანის სწრაფვა დიქტატურისკენ - თურქეთს ეკონომიკური კრიზისი ემუქრება
მსოფლიო - 14:29, 15 Aug, 2018     3484

თითქმის 10 დღეა, მსოფლიოს ძირითადი ეკონომიკური სიახლე თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებია - თურქული ლირა კატასტროფულად დაეცა, ფინანსური კრიზისით შეშინებული ინვესტორები და მოსახლეობა პანიკურად იძენს დოლარებს, ხოლო ერდოღანი და მთავრობა ყველაფერს საგარეო ფაქტორებსა და აშშ-ის პოლიტიკას აბრალებს.

უცხოელი ექსპერტები ასახელებენ მიზეზებს, თუ რატომ ჩავარდა თურქეთის ეკონომიკა კრიზისში და რა საფრთხე ემუქრება მსოფლიოს.

სიმპტომები:

1. ლირა დოლართან მიმართებით დაეცა 45%-ით (ერთ კვირაში - 25, ხოლო 1 იანვრიდან - 45%)

2. ინფლაციამ 20%-ს მიაღწია

3. დეფიციტი -57%

4. აქციები 2-ჯერ გაუფასურდა.

მიზეზები:

ა) შიდაეკონომიკური

1. მაღალი ინფლაცია - ლირებში აღბული კრედიტების მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რის გამოც ბანკები და ბიზნესი ძირითადად საზღვარგარეთ სესხულობს ფულს, რომლის საერთო მოცულობა 200 მილიარდი დოლარია.

2. მწირი ბუნებრივი რესურსები და იმპრტზე დამოკიდებულება.

ბ) საგარეოეკონომიკური

1. აშშ-ში ინდექსები იზრდება, ინვესტორები განვითარებადი ბაზრებიდან გადიან

2. ნავთობი ძვირდება

გ) შიდაპოლიტიკური

1. ეჭვი, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკი დამოუკიდებელი სუბიექტი არ არის. ეკონონომიკური პოლიტიკის არაადექვატურობა.

2. გადატრიალების მცდელობის გამო წნეხი და დაპატიმრებები სასამართლოების, მასმედიის, ოპოზიციისა და დემოკრატიის სხვა ინსტიტუტებში.

დ) საგარეოპოლიტიკური

1. აშშ-ის სანქციები და საბაჟო გადასახადების გაზრდა ალუმინსა და სხვა მეტალებზე.

2. ერდოღანის სიჯიუტე და კონფლიქტის გაღვივების მცდელობა.

შედეგები:

1. დეფოლტები, საბანკო კრიზისი, სამუშაო ადგილების შემცირება, კრედიტებისა და მოხმარების დაცემა, უკანასკნელ 8 წელიწადში პირველი რეცესიის საფრთხე

2. ევროპული ბანკების ზარალი

3. მსგავსი ტიპის ბაზრების, როგორიცაა რუსეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და სხვ. კრიზისი

4. არის კარგი შედეგიც - დასვენება თურქეთში გაიაფდება.

აქვე, ზემოთდასახელებულებიდან უნდა გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა კრიზისზე.

ესენია:

მაღალი ინფლაცია, რის გამოც შიდა კრედიტების განაკვეთები 10%-ზე მაღალია და თურქეთის კომპანიებმა და ბანკებმა 200 მილიარდი დოლარი საზღვარგარეთ ისესხეს. ვალს გადახდა უნდა, ხოლო ამ ბიზნესის ძირითადი შემოსავალი ლირებშია.

აშშ-ს აქტივებისა და ნავთობზე ფასების ზრდა. ინვესტორები ყიდიან შემოსავლიან, მაგრამ არასტაბილურ აქციებს განვითარებად ბაზრებზე და ფულს დებენ სტაბილურ აქციებში. ამასთან, ბუნებრივი რესურსებით ღარიბ თურქეთში ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა კრიზისს აღრმავებს.

დიდი გავლენა აქვს შიდაპოლიტიკურ ფაქტორს: ერდოღანის საშინაო პოლიტიკა რომ უფრო დემოკრატიული და სტაბილური იყოს, ინვესტორები დიდი ალბათობით დამშვიდდებოდნენ. იგი აღტყინებით აძილერებს თავის ხელისუფლებას, ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ვერ იტანს კრიტიკას, ხოლო ეკონომიკური პოლიტიკა სიძეს ჩააბარა. პრობლემები აქვს საგარეოპოლიტიკაშიც - სიჯიუტე აშშ-სთან დამოკიდებულებაში.

ეკონომიკური ექსპერტები ელოდებიან, რომ თურქული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავებს რუსულ საფინანსო-ეკონომიკურ კრიზისს. რაც შეეხება ევროპას - დაზარალდებიან ის ბანკები, რომლებიც აქტიურად აფინანსებდნე თურქეთის ეკონომიკას.

თურქეთის მთავარი გამოსავალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებაა, მაგრამ სწრაფი მოლაპარაკებებისა და ერდოღანის მიერ ფონდის რეკომენდაციების შესრულების ალბათობა ძალიან მცირეა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42