ყველა მათგანში აშკარად იკვეთება ივანიშვილის ხელისუფლების კვალი. თუ წინა შემთხვევებში ის მისივე ინსპირირებულ უკმაყოფილო ადამიანებს იყო ამოფარებული, ამ მოვლენებში ჩარეული ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების არაადეკვატური მოქმედებებითა და კომენტარებით, სამართალდამცავი ორგანოების სრული გულგრილობით ძაბავდა ვითარებას, ამჯერად ხელისუფლების ორგანოები: შემოსავლების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი სააკრებულო ძალისმიერი მოქმედებებით გვევლინება რელიგიური შუღლის გამღვივებლად.
სრულიად უცნაურია და აბსურდულია ჭელაში მომხდარი მინარეთის დემომტაჟის საბაბი. სად უკვე დამონტაჟებული ნაგებობა და სად კიდევ საბაჟო პროცედურა.
როგორც ჩანს, საქართველო მთავრობა შეუდგა კრემლის ყველაზე ვერაგული გეგმის-ქართველი ერის და საქართველოს დაშლა- დაქუცმაცების პროექტის განხორციელებას, რომლითაც წლების განმავლობაში გვაშინებდნენ პუტინის რუპორები ჟირინოვსკი და დუგინი. მთავრობის მაღალ ეშელონებში ასამოქმედებლად უკვე მზადაა ქვეყნის ფედერალიზაციის, სინამდვილეში კი დაშლის ,,სტრატეგიაც", რომლის ამუშავებას ადგილობრივი არჩევნები დროს აპირებენ. ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნარმანიამ უკვე გააჟღერა მისი კონტურები.
ქართული საზოგადოება მტკიცედ უნდა აღუდგეს რუსეთისა და საკუთარი მთავრობის ამ დამანგრეველ პროვოკაციებს. როგორც არ გასწორდების კუდი ძაღლისა და არცა კირჩხიბი მართლად ვალს, ისე ''ოცნების" ხელისუფლების გამოსწორება არ იქნება, ზნესა და წესს ის არ შეიცვლის. თავად ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ და ბურჯანაძე-ბათიაშვილის ხროვაც ზედ უნდა მივაყოლოთ.რაც უფრო ჩქარა ვიზამთ ამას, მით უკეთესი, მით მეტ უბედურებას ავაცილებთ ქვეყანას.
მალხაზ პატარაია მოძრაობა ,,დაბრუნების" თავმჯდომარე
მასალის გამოყენების პირობები






