დედაქალაქის მერი დაუსრულებელი მშენებლობების დასასრულებლად, სამშენებლო კომპანიებს თხოვნით მიმართავს
პოლიტიკა - 12:10, 15 Aug, 2018     713

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიებს თხოვნით მიმართა, რომ თბილისში არსებულ დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით, წინადადებები წარმოადგინონ.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქში სულ 179 დაუსრულებელი შენობა-ნაგეობაა.

„ჩვენ რამდენიმე ხნის წინ დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებზე ვისაუბრეთ, რომელიც სამწუხაროდ, მრავლად გვაქვს ქალაქში. ამის აღწერა მოხდა. ამ მიმართულებით, ილია ელოშვილი მუშაობდა. დაახლოებით, 179 ობიექტია. არსებულ მდგომარეობაზე პრემიერ-მინისტრთან საუბარი მქონდა. შესაბამისად, მისგან და ცენტრალური ხელისუფლებისგან არის სრული მხარდაჭერა, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. მინდა ირაკლი ხმალაძეს და ილია ელოშვილს დავავალო, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყონ. ასევე, მივმართავ დეველოპერებს, სამშენებლო კომპანიებს, არქიტექტორებს - გააქტიურდით. ქალაქში წლობით დაუმთავრბელი შენობა-ნაგებობების პრობლემა არსებობს. მოგმართავთ, რომ იაქტიუროთ, მობრძანდეთ და თქვენი წინადადებები მოიტანოთ. ჩვენ ხელს შეგიწყობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ ეს პრობლემები და ქალაქში დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები არ გვქონდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, დაუსრულებელი შენობა-ნაგებობები დედაქალაქის იერსახის თვალსაზრისით, პრობლემას და დისკომფორტს ქმნის.

„ძალიან ცუდია, როდესაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, უბნებში და რაიონებში ასეთ შენობა-ნაგებობებს ვხედავთ და ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი შეიძლება მერიის მიმდებარე ტერიტორია იყოს. მგონია, რომ არავის მოგწონთ არსებული ხედი, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. გარდა ამისა, არის უამრავი ადამიანი, რომელსაც თანხები აქვთ გადახდილი და წლებია, საკუთარ ფართს ელოდება. მგონია, რომ ეს მათთვისაც სერიოზული შვება იქნება. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, რაც შეიძლება მალე, მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა შევთავაზოთ დეველოპერულ კომპანიებს, რომ ამ შენობა-ნაგებობების დასრულება მოხდეს. მგონია, რომ ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ“, - განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42