"გაიპარა ეს, ახალი მოსულები ვიყავით"- კალაძემ წერეთელზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა შეაჩერა (ვიდეო)
პოლიტიკა - 11:11, 15 Aug, 2018     4165

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დიდუბის რაიონში 4 სართულიანი სასტუმროს მშნებლობის ნებართვის გაუქმებაზე ისაუბრა, კახა კალაძის თქმით დაშვებული იყო შეცდომა და თბილისის მთავრობამ ეს შეცდომა გამოასწორა და ნებართვა გააუქმა:

“მინდა შევეხო ერთ ძალიან საინტერესო და სენსიტიურ თემას - იყო კონკრეტული პროექტი, რომელიც შეეხებოდა ოთხსართულიანი სასტუმროს მშენებლობას დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე; შუა ნაწილში უნდა მომხდარიყო ამ სასტუმროს აშენება, ძალიან მჭიდრო და შეზღდულ ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო კორპუსებს შორის ამ სასტუმროს „ჩაკვეხება“, რამაც მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. უბრალოდ, სამწუხაროა ის, რომ ჩვენ მიერ იყო ეს ნებართვა გაცემული. მაშინ ახალი მოსულები ვიყავით და ახალი დაწყებული გვქონდა მუშაობა. გაიპარა ეს, არ უნდა გაცემულიყო ეს ნებართვა. ჩვენ ვიღებთ ამ შეცდომას და შენიშვნას და ნებართვა არის გაუქმებული.“ - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, მოხდა შეთანხმება და მოხდება პროექტის ადგილმონაცვლეობა. დედაქალაქის მერმა შესაბამის სამსახურებს დავალება მისცა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობა მოხდეს.

"მოლაპარაკება გვქონდა კერძო მესაკუთრესთან, ვისიც იყო ეს კონკრეტული ტერიტორია. შევთანხმდით, რომ ადგილმონაცვლეობას გავაკეთებთ. მინდა, მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან ამ კონკრეტულ ადგილზე პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო, მითუმეტეს, სასტუმროს აშენება.„მინდა, ირმა ზავრადაშვილს დავავალო, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე მცხოვრებ ადამიანებს მწვანე სივრცე, ძალიან ლამაზი სკვერი მოვუწყოთ. თუ ჩვენი დახმარებაც იქნება საჭირო, მზად ვართ, პროცესში მონაწილეობა მივიღოთ."- აღნიშნა კალაძემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42