თბილისის მერმა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურა წარადგინა
პოლიტიკა - 10:57, 15 Aug, 2018     533

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურა წარადგინა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, რუსუდან მირზიკაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ურბანული განვითარების სამსახურში შიდა გადაადგილება განვახორციელეთ. მინდა, რუსუდან მირზიკაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სამსახური თავიდან შევქმენით, რომელსაც სათავეში რუსუდან მირზიკაშვილი ედგა. დღეს ეს სამსახური უკვე გამართულად მუშაობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რუსუდან მირზიკაშვილი ქალაქში შერჩეული კონკრეტული არეალების ჩარჩო გეგმების შემუშავების პროცესს უხელმძღვანელებს. ასევე, იმუშავებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე.

„რუსუდან მირზინაშვილი ერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაიბარებს. გენგეგმის მიხედვით, ჩარჩო გეგმებზე მუშაობა გვიწევს. ქალაქში შერჩეულია 11 არეალი, სადაც ჩარჩო გეგმების დამუშავება და ამ კონკრეტული არეალების განვითარება მოხდება, რათა ის შედეგები არ მივიღოთ, რაც თბილისის ზოგიერთ რაიონშია. ჩარჩო გეგმების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დაწყებული გვაქვს მნიშვნელოვანი რეფორმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე, რომელსაც სათავეში რუსუდან მირზიკაშვილი ჩაუდგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას, თბილისის მერმა ალექსანდრე ტოგონიძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მინდა წარმოგიდგინოთ ალექსანდრე ტოგონიძე, რომელსაც წარმატებებს ვუსურვებ. ის წლების განმავლობაში, მერიაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მგონია, რომ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ერთიანი ძალისხმევით მოვაგვარებთ და წარმატებებს მივაღწევთ. გენგემის მიღების შემდეგ, მისი აღსრულება და განხორციელება ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება და ალექსანდრე ტოგონიძეს, მინდა ამ მიმართულებით, წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42