ლეონიდ ჩერნოვეცკი ე.წ. თურქული პანსიონების საკითხის პარლამენტში განხილვას ითხოვს
პოლიტიკა - 10:54, 15 Aug, 2018     1112

საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი ითხოვს, რომ ჯანდაცვის მინიტრმა დავით სერგეენკომ ე.წ. თურქული პანსიონების საკითხი პარლამენტის სხდომაზე დააყენოს. „ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში იგი შეშფოთებას გამოთქვამს ხულოს რაიონში არალეგალური მუსულმანური პანსიონის მშენებლობის თაობაზე.

„მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მივმართავ დავით სერგეენკოს და მოვითხოვ (ისევე როგორც აჭარაში მცხოვრები ბევრი ადამიანი), რომ ეს საკითხი სასწრაფოდ დაადგეს პარლამენტის დღის წესრიგში“,- წერს ბიზნესმენი.

იგი თვლის, რომ ხულოში მშენებარე პანსიონის ხელმძღვანელმა ტელევიზიის თანდასწრებით დეტალურად უნდა აუხსნას დეპუტატებს თუ კონკრეტულად რას აშენებს და რა სახსრებით ფინანსდება მშენებლობა.

„ყველაფერი გასაიდუმლოებულია. ვინ და როგორ იხდის მშენებლობის ფულს ან რომელი ქვეყნებიდან მოდის შემოწირულობა, უცნობია. საკითხავია, რა უნდა ასწავლიან იქ ჩვენს ქართველ ბავშვებს?“, - წერს ჩერნოვეცკი.

მისი ვარაუდით, „მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ დაწესებულებას საიდუმლოდ და სასწრაფო წესით შეავსებენ ზემო აჭარაში უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვებით, რომლებსაც ჩაუტარებენ ისლამის გაძლიერებულ გაკვეთილებს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ისინი იქ ცხოვრებასაც დაიწყებენ“.

ლეონიდ ჩერნოვეცკი მზადყოფნას გამოთქვამს აჭარაში არსებული ყველა თურქული პანსიონი ჩაანაცვლოს ლეგალური მცირე საოჯახო ტიპის სახლებით, რომლებსაც სახელმწიფო გააკონტროლებს.

„უნდა შეიქმნას აქტი იმის შესახებ, რომ მშენებარე პანსიონი ლიცენზიის გარეშე არ ამუშავდება და რომ მას სახელწიფო გააკონტროლებს. თუ ეს ასე არ მოხდება, მე პირადად გამოვყოფ 2 მილიონ ლარს იმისთვის, რომ ამ შენობიდან 20 მეტრში აშენდეს ათჯერ უკეთესი პანსიონი, რათა აჭარელმა ბავშვმა არ ისწავლონ ამ გასაიდუმლოებულ ადამიანებთან“, - წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

წერილის სრული ტექსტი:

აი, შენდება კიდევ ერთი არალეგალური მუსულმანური პანსიონი ქართველი ბავშვებისთვის ხულოს რაიონში, აჭარაში. მხოლოდ ის ვიცი, რომ მას კომპანია „ოზგჩენჩ“-ი აშენებს. მისი სახელწოდებიდან ნათლად ჩანს, რომ ის თურქულია! ყველაფერი გასაიდუმლოებულია. ვინ და როგორ იხდის მშენებლობის ფულს ან რომელი ქვეყნებიდან მოდის შემოწირულობა, უცნობია. საკითხავია, რა უნდა ასწავლიან იქ ჩვენს ქართველ ბავშვებს?

უზარმაზარი 4-სართულიანი მშენებარე ნაგებობა, დარწმუნებული ვარ, მომავალში ულიცენზიოდ იმუშავებს.

ჯანდაცვის სამინისტრო და მინისტრი სერგეენკო თითქოს ვერ ამჩნევენ იმას, თუ როგორ „აწვალებენ“ საქართველოს ბავშვებს რელიგიური ორგანიზაციები, არ აძლევენ მათ არანაირ განათლებას, მხოლოდ აიძულებენ, დილიდან დაღამებამდე ილოცონ ლუკმა პურის გამო! სამაგიეროდ, როგორც ჩანს, მინისტრმა თავად გასცა განკარგულება, რომ სოციალურმა მუშაკებმა მუქარით მოსთხოვონ ბავშვების ჩვენგან წაყვანა იმ ოჯახებს, რომლებმაც თავიანთი შვილები ჩვენ ჩაგვაბარეს...

ჩვენს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში არსებული საცხოვრებელი, სასწავლო, გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პირობები „მილიონერების“ სკოლებში არსებულ პირობებსაც კი სჯობს. უსინდისო ადამიანი! უმჯობესია თავად ეწვიოს და ნახოს თუ როგორ მუშაობენ ჩვენი ევროპული ტიპის სახლები, როგორი დამოკიდებულება არსებობს იქ ბავშვების მიმართ!

მშენებარე პანსიონის ამუშავების შესახებ არ არსებობს არანაირი ინფორმაცია არც ჯანდაცვის სამინისტროში და არც განათლების სამინისტროში.

ჩემი ვარაუდით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ დაწესებულებას საიდუმლოდ და სასწრაფო წესით შეავსებენ ზემო აჭარაში უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვებით, რომლებსაც ჩაუტარებენ ისლამის გაძლიერებულ გაკვეთილებს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ისინი იქ ცხოვრებასაც დაიწყებენ.

მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა დავით სერგეენკოს მიმართ, მივმართავ მას და მოვითხოვ (ისევე როგორც აჭარაში მცხოვრები ბევრი ადამიანი), რომ ეს საკითხი სასწრაფოდ დაადგეს პარლამენტის დღის წესრიგში. დაე, ტელევიზიის თანდასწრებით მშენებარე პანსიონის ხელმძღვანელმა დეტალურად აუხსნას დეპუტატებს თუ რას აშენებს, რას უპირებს იქ შესახლებულ ბავშვებს და რა სახსრებით ფინანსდება მშენებლობა?! იქნებ მას ექსტრემისტები, მანიაკები ან კრიმინალები აფინანსებენ?

უნდა შეიქმნას აქტი იმის შესახებ, რომ მშენებარე პანსიონი ლიცენზიის გარეშე არ ამუშავდება და რომ მას სახელწიფო გააკონტროლებს. თუ ეს ასე არ მოხდება, მე პირადად გამოვყოფ 2 მილიონ ლარს იმისთვის, რომ ამ შენობიდან 20 მეტრში აშენდეს (და ამის გაკეთება შემიძლია) ათჯერ უკეთესი პანსიონი რათა აჭარელმა ბავშვმა არ ისწავლონ ამ გასაიდუმლოებულ ადამიანებთან.

უკვე არაერთხელ შევთავაზე ჯანდაცვის სამინსიტროს, რომ მზად ვარ აჭარაში არსებული ყველა თურქული პანსიონი ჩავანაცვლო ლეგალური მცირე საოჯახო ტიპის სახლებით, რომლებსაც ეს სამინისტრო სრულად გააკონტროლებს. ჩემს მიერ დაარსებული ფონდი ყველაზე გამჭვირვალე ფონდია საქართველოში, სადაც აუდიტს მსოფლიოს ტოპ სამეულში შემავალი საუკეთესო სააუდიტორო კომპანიები ატარებენ.

ასეთი გამჭვირვალობა უნდა იყოს საქართველოს ყველა ფონდში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არასდროს გვეცოდინება თუ ვინ იხდის ფულს ქართველი ბავშვების „აღზრდაში“.

ლეონიდ ჩერნოვეცკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42