საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2018 წლის საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობასა და მის მიერ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარი გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილის პირველი განცხადება ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა, ბოლო განმარტება კი ზუსტად ასახავს 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს:
„იყო პირველი განცხადება, რომელიც ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა სხვა მიმართულებით, ამის შემდეგ იყო სხვა გამოსვლები, სადაც სხვა კონკრეტული ინტერპრეტაცია მოვისმინეთ ქალბატონი სალომეს მხრიდან. ვფიქრობთ, რომ ეს ბოლო ინტერპრეტაცია იყო ჩვენთვის მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა პროცესების იმ განვითარებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს. თუ8მცა მე არ გავაღრმავებდი ამ თემას, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ყველა კანდიდატს შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოთქვას, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






