„პარტიის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდეს“ - თამარ ჩუგოშვილი
პოლიტიკა - 17:10, 14 Aug, 2018     1081

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მმართველ გუნდს საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატი არ ჰყავს, არ შეიცვლება:

„ამ თემაზე გვქონდა ძალიან ბევრი მსჯელობა, მათ შორის, უმრავლესობის ფორმატში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც ესწრებოდა. პოზიციები იყო ორივე მხარეს. თავად პარტიის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდეს. ამ პოზიციას გააჩნია ორი არგუმენტი. ერთია ის, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთავის, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები იყოს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა უმაღლესი თანამდებობა ერთი პარტიის ხელში არ იყოს. მეორე არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტის მანდატთან დაკავშირებით არსებობს არასწორი წარმოდგენა. ეს ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან ჩვენ საპრეზიდენტო სისტემა ვიყავით. საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტს სრულიად სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ საზოგადოებას პრეზიდენტი წარმოუდგენია, როგორც ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებელი პირი. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს არასწორი წარმოდგენა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42