„დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა“ - ცესკო ოპოზიციურ პარტიებს პასუხობს
პოლიტიკა - 17:00, 14 Aug, 2018     910

ცესკო განცხადებას ავრცელებს და ოპოზიციურ ძალებს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს:

„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა, რაც წარმოადგენს მიზანმიმართული გეგმის ნაწილს დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობა და ცესკოს მაღალი რეპუტაცია, რომელიც ასახულია როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში, ისე უახლეს, საზოგადოებრივი აზრის კვლევაში.

სამწუხაროა, რომ საზოგადოების ნდობა და კარგი დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, გამოწვევად იქნა აღქმული გარკვეული ძალების მხრიდან და საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მიზანმიმართული მუშაობა მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი გახდა.

დისკრედიტაციული კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის მიერ გაკეთებული განცხადება ცესკოს მივლინებებთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საერთაშორისო პოზიციონირებისა და საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტის მიერ მივლინებების რაოდენობა და თანხები შესაბამისად იქნა გაშუქებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მიზანმიმართულად ეცადა აღნიშნული თანხის ხარჯვა არასწორად დაეკავშირებინა მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარის სახელთან. უფრო მეტიც, მან ტელევიზიით პირდაპირ მოიტყუა - თითქოს თავმჯდომარე წელს მივლინებით იმყოფებოდა კოლუმბიასა და მექსიკაში.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, ცალსახად ვაცხადებთ - როგორც ოლქების, ისე ცესკოს თანამშრომლების შერჩევისას ცესკო ხელმძღვანელობს მხოლოდ საკანონმდებლო კრიტერიუმებით, პროფესიული გამოცდილებით და არა სხვა რაიმე საფუძვლებით.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამ პირების საარჩევნო საქმიანობას წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ სხვადასხვა დამკვირვებელი ორგანიზაციები და მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ფაქტი მათი არაპროფესიული ან მიკერძოებული მუშაობის შესახებ არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის მცდელობა ბოლო არაერთ არჩევნებზე დაფიქსირებულა, თუმცა ამას არ მოუხდენია ზეგავლენა ამომრჩევლის ნდობასა და დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებებზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს და წარმართავს საკუთარ საქმიანობას პროფესიული სტანდარტებით, რათა მოემსახუროს ამომრჩევლებს და მათი ხმა ზუსტად ასახოს არჩევნების შედეგებში“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42