რუსეთის სამხედრო წვრთნები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე - 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე.
„ნიუპოსტი“ საკითხის შესაფასებლად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას დაუკავშირდა, დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკა გრძელდება:
„ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკა გრძელდება, ომის 10 წლის თავზე და ამაში ახალი არაფერი არ არის, იმიტომ რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ არც 2008 წელს დაწყებულა და არც ახლა არის დამთავრებული, იმიტომ, რომ რეალურად აგრესიული პოლიტიკა მიმდინარეობდა 2008 წლამდეც და ახლაც, როდესაც მოქალაქეებს იტაცებენ და წამებით კლავენ. ხოლო საქართველოს ხელისუფლების რეაქცია ამ ფონზე უნდა იყოს მაქსიმალურად პრინციპული, რომელიც ერთის მხრივ აქუალიზებას მოახდენს საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკის საერთაშორისო ასპარეზზე და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ოკუპანტ სახელმწიფოსთან მარტო და პირისპირ არ დავრჩეთ არც ერთ ფორმატში, იმიტომ, რომ ის ყოველთვის ეცდება ამის სათავისოდ გამოყენებას და საქართველოს ეროვნული ინტერესების შელახვას. ამ სტრატეგიებს კი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ და ვერ ასრულებს. ერთის მხრივ იმიტომ, რომ წარუმატებელია მათი საერთაშორისო პოლიტიკა, ხოლო მეორეს მხრივ იმიტომ, რომ ივანიშვილის საბოლოო მიზნები არ სცდება პუტინის საბოლოო მიზნებს საქართველოსთან მიმართებით“, - აღნიშნავს თინა ბოკუჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






