გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და საგანგებო განცხადება გააკეთა.
„სამწუხაროდ ცენტრალური საარჩევნო კომისია აგრძელებს გაყალბების ტოტალური გაყალბების მექანიზმის ჩამოყალიბებას საარჩევნო ადმინისტრაციაში. მე ხელთ მაქვს ორი დოკუმენტი, ერთი დოკუმენტი არის 2017 წლის, საუბნო-საარჩევნო კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებით, მეორე დოკუმენტი არის 2018 წლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილება, ასევე საოლქო-საარჩევნო კომისიების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ამ ორ დოკუმენტს შორის არის ერთადერთი განსხვავება, 2017 წელს საოლქო-საარჩევნო კომისიებს შეეძლოთ: „კომისია უფლებამოსილია მონაწილეები კონკურსში საუბნო-საარცევნო კომისიებშიდ აებარებინა გასაუბრებაზე“, 2018 წელს ეს მუხლი გაქრა ამ დოკუმენტიდან. რატომ გააკეთა ეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ? როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ჩვენ გამოვავლინეთ სისტემა, როცა 73 საოლქო წევრისგან, 63 დანიშნეს ერთადერთი პრინციპით, ცოლები, სუს-ის მაღალი ტანამდებობის პირების, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისა და შტაბების აქტივისტების და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების. ახლა მათ უნდათ, რომ აგვიკრძალონ გასაუბრების ჩატარებაც კი საუბნო-საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელ, პროფესიონალურ ადგილზე დასანიშნ კანდიდატებთან დაკავშრებით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამწუხაროდ თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისია აქცია „ქართული ოცნების“ შტაბად. მისი დავალებაა, რომ ისე დააკომპლექტოს საარჩევნო კომისიები, რომ შექმნას ტოტალური გაყალბების მექანიზმი. მე მოვუწოდებ მას, რომ დაუყოვნებლივ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და თითოეული კანდიდატი, რომელიც ინიშნება დამოუკიდებელ წევრად, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით და სხვა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, გასაუბრებით იქნას დანიშნული საუბნო-საარჩევნო კომისიაში. ეს არის ათასობით ადამიანი, სადაც ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი, ან ვქმნით გაყალბების ტოტალურ სისტემას, ან ვატარებთ სამართლიან არჩევნებს. მე როგორც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და „ძალა ერთობაშიას“ კამპანიის ხელმძღვანელი, არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ ეს გაყალბების ტოტალური მექანიზმი ჩამოყალიბდეს საარჩევნო კომისიაში, მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ სასწრაფოდ მოვახდინოთ რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე მოვუწოდებ სხვა პოლიტიკურ პარტიებს. სამწუხაროდ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ არჩევნებზე როგორც ჩანს მართლაც ცდილობს ტოტალური გაყალბების მექანიზმის ჩამოყალიბებას. ჩვენ ამას წინ უნდა აღვუდგეთ და თითოეული ხმა, ამომრჩევლის უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ არ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა გაყალბებული არჩევნებით გავიდეს ფონს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






