„სამწუხაროა როდესაც ასეთი უარყოფითი ეპითეტებით მოიხსენიებს სინოდის წევრი მოსაყდრეს“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე პეტრეს პასუხობს
პოლიტიკა - 20:41, 13 Aug, 2018     1602

ე.წ. ციანიდის საქმე და დეკანოზი გიორგი მამალაძე - მას შემდეგ რაც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დეკანოზი გიორგი მამალაძე საკვირაო წირვისას „ავაზაკად“ მოიხსენია, საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.

დღეს საპატრიარქოში საგანგებო შეხვედრა გაიმართა, ასევე კომენტარი გააკეთა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქის მოსაყდრეს მეუფე შიოს „არ ეყო ღირსება თავად შესულიყო ან წარმომადგენელი გაეგზავნა დაკავებული დეკანოზის მოსანახულებლად“.

მეუფე პეტრეს აღნიშნულ განცხადებას დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა:

„დიანა ტრაპაძის ტელეშოუში მეუფე პეტრეს გაკეთებულ ერთ რეპლიკას ვუპასუხებდი, საქმე ეხება მის განცხადებას, როდესაც ის ბრძანებს, რომ მიტროპოლიტ შიოს არ აღმოაჩნდა ღირსება იმისათვის, რომ ციხეში შესულიყო ან ვინმე ნდობით აღჭურვილი პირი შეეგზავნა მამა გიორგი მამალაძის სანახავად, მინდა ვთქვა, რომ ინფორმაცია, რაც მეუფე პეტრემ ბრძანა არ არის მართალი, მე წინა კვირას ვიყავი მეუფე შიოს კურთხევით მამა გიორგი მამალაძესთან სანახავად და ჩვენი შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მართალია, ეს იყო მდიასაშუალებების გარეშე, გაშუქების გარეშე მოხდა ეს და უფრო ადრეც, როდესაც ჯერ კიდევ მეუფე გრიგოლი აპირებდა შესვლას მამა გიორგი მამალაძესთაბ, მეუფე პეტრემ შესთავაზა მას, რომ მე შევყოლოდი, თუმცა, მაშინ მეუფე გრიგოლმა უარი განაცხადა და მეუფე ილარიონთან ერთად იყო შესული მამა გიორგისთან. ძალიან სამწუხაროა როდესაც ასეთი მკვეთრი უარყოფითი ეპითეტებით მოიხსენიებს სინოდის წევრი მოსაყდრეს და ეს კეთდება დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფონზე“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42