დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის სასახლეში „საქართველოს რესპუბლიკის სასახლის“ ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის
პოლიტიკა - 17:21, 13 Aug, 2018     828

დავით უსუფაშვილი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში „საქართველოს რესპუბლიკის სასახლის“ გახსნის ინიციატივით გამოდის. უსუფაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ის პრეზიდენტად იქნება არჩეული, პრეზიდენტის სასახლეში შევა:

"პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შევალ ავლაბრის სასახლეში და მთავრობას და პარლამენტს მალევე დავითანხმებ უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულებების განთავსების იმავე ოპტიმალურ სქემაზე, რასაც 2012 წელსაც ვუჭერდი მხარს: პარლამენტი - თბილისში, პრეზიდენტი - ათონელის ქუჩაზე, საქართველოს რესპუბლიკის სასახლე - ავლაბარში.

საქართველოს რესპუბლიკის სასახლე გახდება ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი სიმბოლო. იგი პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშვნის პერიოდში გაიხსნება და ერთგვარად ერთ სივრცეში მოაქცევს პირველ (1918-1921) და მეორე რესპუბლიკებს (1991-დან დღემდე). ეს სასახლე არ იქნება რომელიმე თანამდებობის პირის რეზიდენცია. მასში გაიმართება მნიშვნელოვანი სახელმწიფო ღონისძიებები და ცერემონიები, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უმაღლესი რანგის სტუმრების მიღებები, ოფიციალური სადილები, სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიები და სხვა. სასახლე ღია იქნება დამთვალიერებლებისთვის და მასში განთავსდება სახელმწიფო ენის დარბაზი, სხვა სახელმწიფო სიმბოლიკის დარბაზი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი, პირველი და მეორე რესპუბლიკების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დარბაზი. ეს სასახლე იქნება ჩვენი საერთო სახელმწიფოს, მისი ავის და კარგის, ვისთვის საამაყოს და ვისთვის დასაგმობის, პირუთვნელი მემატიანეც და საიმედო ბურჯიც,"-აცხადებს უსუფაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42