საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ რეკლამის განთავსების აკრძალვასთან დაკავშრებით განმარტებას აკეთებს. განცხადებაში მითითებულია, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო ეთერში პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების განთავსებასთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილებები კანონთან თანხვედრაშია.
„2017 წლის 24 მარტსა და 18 აპრილს ეთერში პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების განთავსებისთვის კომისიამ 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. კომისიის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომელშიც სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებულ სარეკლამო მასალაში დარღვეულია მისი შინაარსი, ვინაიდან გავრცელებულია არასათანადო, კერძოდ, პოლიტიკური შინაარსის მქონე ვიდეო რგოლი, რითაც მაუწყებლის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესი. სასამართლომ გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითა, რომ პოლიტიკური შინაარსის რეკლამის განთავსება არაწინასაარჩევნო პერიოდში დაუშვებელია და გაიზიარა კომისიის პოზიცია იმის თაობაზეც, რომ შპს ,,რუსთავი 2“-მა პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებით დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი“, - აცხადებენ კომისიაში.
მასალის გამოყენების პირობები






